საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის
ბრძანება №55
2012 წლის 20 აპრილი
ქ. თბილისი
,, საქართველოს სასჯელაღსრულების , პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადმინისტრაცი ული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 20 ივლისის №137 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ ნორმატიული აქტების შესახებ “ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის მე -4 პუნქტის შესაბამისად , ვბრძანებ:
მუხლი 1. „ საქართველოს სასჯელაღსრულების , პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს სასჯელაღსრულების , პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 20 ივლისის № 137 ბრძანებით დამტკიცებული დებულებ აში (ვებგვერდი, 110721016, 22/07/2011) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
ა) მე-10 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო;“ ;
ბ) მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია : “ ;
გ) მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჟ) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს ბეჭდის გამოყენება და მისი კონტროლი.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ხ. კალმახელიძე