საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №131
2012 წლის 26 აპრილი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით ( ვებგვერდი, 110524001, 25.05.2011) დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ ქვეპუნქტი:
„ ლ1 ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სამსახურში სტაჟირების ან/და პრაქტიკის გავლის წესს;“.
მუხლი 2 . ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. გვინდაძე