საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №329
2012 წლის 25 აპრილი
ქ. თბილისი
„ ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 22 ნოემბრის № 751 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „ ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 22 ნოემბრის № 751 ბრძანებულებაში (ვებგვერდი, 111124013 , 24/11/2011) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობიდან გამოყვანილ იქნეს ალექსანდრე ურუშაძე და მის ნაცვლად შეყვანილ იქნეს ზურაბ ჭიაბერაშვილი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი .
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყვებისთანავე.
მ. სააკაშვილი