(ძალადაკარგულია - 19.02.2016, №01/209)
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის
2012 წლის 25 აპრილი
ქ. თბილისი
„ ნორმატიული აქტების შესახებ “ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ ბ ” ქვეპუნქტისა და „ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 ნოემბრის N637 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ გ “ ქვეპუნქტის , მე -4 პუნქტის , მე -6 პუნქტის , მე -2 და მე -3 მუხლების შესაბამისად , ვბრძანებ:
მუხლი 1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის თანდართული დებულება.
მუხლი 2. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ ” საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2010 წლის 17 აგვისტოს №32 ბრძანება (სსმ III, 20.08.2010, №101 , მუხ . 1518) .
მუხლი 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .
ვლ. ვარძელაშვილი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბავშვთა და
ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.
2. ცენტრი წარმოადგენს „საქართველოს ბავშვთა ფედერაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 14 აპრილის №139 ბრძანებულებით შექმნილი, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ბავშვთა ფედერაციის უფლებამონაცვლეს.
3. ცენტრის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო არის საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო (შემდგომში - სამინისტრო).
4. ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი საკუთარი დასახელებით, ანგარიში ხაზინაში და სხვა ანგარიშები (მათ შორის, სავალუტო) საქართველოს საბანკო დაწესებულებებში და იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა რეკვიზიტები.
5. ცენტრი საკუთარი სახელით განახორციელებს თავის უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, თავისი სახელით გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობებში, ასევე სასამართლოში მოსარჩელედ, მოპასუხედ ან მესამე მხარედ.
6. ცენტრის სრული დასახელებაა – „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ (შემოკლებული დასახელება „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“).
7. ცენტრის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №76ბ.
8 . ცენტრი შექმნილია განუსაზღვრელი ვადით .
მუხლი 2. ცენტრის მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის მიმართულებები
1. ცენტრის მიზნებია:
ა ) სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შესაბამისად საქართველოს ახალგაზრდობის ინტელექტუალური , პიროვნული, პროფესიული და ფიზიკური პოტენციალის გამოვლენის , ფორმირებისა და განვითარებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა;
ბ ) ბავშვებთან და ახალგაზრდობასთან დაკავშირებულ საკითხებზე საერთაშორისო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობა;
გ ) ბავშვებსა და ახალგაზრდებში პატრიოტული ღირებულებების გაღრმავება, გარემოს დაცვის , სამოქალაქო ფასეულობების, არაფორმალური განათლების პოპულარიზაცია ;
დ) ბავშვებისა და ახალგაზრდობის პრობლემების გადაჭრისათვის განკუთვნილი სახელმწიფო მიზნობრივი და საპრეზიდენტო პროგრამების პროექტების მომზადება და მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
ე) განსაკუთრებული საჭიროების მქონე ჯგუფებზე ( იძულებით გადაადგილებული პირები , ლტოლვილები , მზრუნველობა მოკლებული ბავშვები , შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და სხვ. ) ზრუნვის ხელშეწყობა ;
ვ) განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ბავშვებისა და ახალგაზრდების შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენისა და განვითარების ხელშეწყობა;
ზ ) საინიციატივო ჯგუფებისათვის ახალგაზრდული ღონისძიებების განხორციელებაში დახმარების აღმოჩენა, მოზარდთა ინტერესების შესაბამისად კულტურულ - საგანმანათლებლო ცენტრების , პროფილური კლუბებისა და სტუდიების შექმნის ხელშეწყობა;
თ ) ბავშვებისა და ახალგაზრდობისათვის თავისუფალი დროის ორგანიზება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ხელშეწყობა;
ი ) ბავშვთა და ახალგაზრდულ კავშირებს შორის ურთიერთობის განვითარების ხელშეწყობა და ამ მიზნით აკადემიური, შემეცნებითი, კულტურული, გასართობი და სხვა ღონისძიებათა ორგანიზება, ბავშვთა და ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობათა განვითარების ხელშეწყობა;
კ ) ბავშვებისა და ახალგაზრდობის შემეცნებით - შემოქმედებითი და დასვენება - გაჯანსაღების ეროვნული და საერთაშორისო პროგრამების განხორციელება ( მათ შორის ბანაკების მოწყობა ) , ბავშვთა და ახალგაზრდული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა;
ლ) ახალგაზრდებში აქტიური მოქალაქეობის, სოლიდარობის, ტოლერანტობისა და ევროპული თანამშრომლობის პოპულარიზაცია;
მ) სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების მიზნით , თავისი კომპეტენციის ფარგლებში , აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებთან თანამშრომლობა.
2. ცენტრი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად:
ა ) ახორციელებს თავისი კომპეტენციის შესაბამის საქმიანობას, დამოუკიდებლად შეიმუშავებს, ამტკიცებს ამ საქმიანობის ეფექტურად განხორციელებისათვის საჭირო პროექტებსა და პროგრამებს , სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე მონაწილეობას იღებს სახელმწიფო - საბავშვო და ახალგაზრდული პოლიტიკის პრიორიტეტების დასახვაში და ამ მიზნით ახორციელებს საკონსულტაციო , საორგანიზაციო და სხვა სახის საქმიანობას;
ბ ) მასობრივი საინფორმაციო საშულებებსა და სოციალურ მედიასთან თანამშრომლობით პოპულარიზაციას უწევს საკუთარ საქმიანობას როგორც ქვეყნის შიგნით , ისე მის ფარგლებს გარეთ , ხელს უწყობს საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების დამეგობრებას უცხოელ თანატოლებთან , მათ შორის , ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან და ამ მიზნით ახორციელებს გაცვლით პროგრამებს;
გ ) ახალგაზრდობის შემეცნებითი განვითარების მიზნით, გამოსცემს სხვადასხვა სახის პერიოდულ ან/და ერთჯერად გამოცემებს;
დ ) ავითარებს ურთიერთობებს ბავშვთა და ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო და საქართველოში მოქმედ ორგანიზაციებთან, კლუბებთან, საჭიროების შემთხვევაში დებს მათთან ხელშეკრულებებსა და მემორანდუმებს, აწარმოებს ქსელურ მუშაობას საქართველოს რეგიონებსა და კონფლიქტურ ზონაში მცხოვრებ ახალგაზრდებთან;
ე) ატარებს ინტელექტუალურ, შემეცნებით, კულტურულ, სპორტულ და სხვა სახის კონკურსებს და დადგენილი წესის თანახმად გადასცემს შესაბამის პირებს მატერიალური ან/და არამატერიალური სახის პრიზებს;
ვ) ახორციელებს საერთაშორისო გაცვლით კულტურულ და საგანმანათლებლო პროგრამებს;
ზ ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად წარმართავს დამხმარე სახის სამეურნეო საქმიანობას ( მაგრამ არსებითად არ უნდა გადავიდეს სამეწარმეო საქმიანობაზე ) , რის შედეგადაც მიღებული შემოსავალი ხმარდება ცენტრის მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას.
21. ცენტრს უფლება აქვს შემოიღოს როგორც ერთჯერადი, ისე არაერთჯერადი ფასიანი მომსახურება (მათ შორის, ცენტრის სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობის ფართში სხვადასხვა სახის ღონისძიებების გამართვისათვის), რის შედეგადაც მიღებული შემოსავალი მოახმაროს ცენტრის მიზნებისა და ამოცანების განხორციელებ ას.
3. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით, ცენტრი უფლებამოსილია დააფუძნოს კერძო სამართლის იურიდიული პირი , რომლის საქმიანობიდან გამომდინარე მიღებული შემოსავალი/დივიდენდები გამოიყენება ცენტრის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებისათვის .
4. ცენტრი უფლებამოსილია , მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად , განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა საქმიანობა.
1 . ცენტრის მართვას ახორციელებს ცენტრის უფროსი (შემდგომში – უფროსი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი (შემდგომში – მინისტრი) .
2 . ცენტრის უფროსი :
ა ) ახორციელებს ცენტრის მართვას და წარმოადგენს ცენტრს მესამე პირებთან ურთიერთობაში;
ბ ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამშრომლებს, ცენტრის ტერიტორიული ორგანოების თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათი თანამდებობრივი სარგოს ოდენობას;
გ ) საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი წესით , აფორმებს შრომით ხელშეკრულებებს ცენტრის თანამშრომლებსა და საჭიროებისამებრ დროებით მოწვეულ სპეციალისტებთან;
დ) ანაწილებს მოვალეობებს ცენტრის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, აკონტროლებს ცენტრის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, ამტკიცებს ცენტრის შინაგანაწესს;
ე) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს ცენტრისა და მისი ტერიტორიული ორგანოების საშტატო განრიგსა და სახელფასო ფონდს;
ვ ) უფლებამოსილია თანამშრომელთა, მათ შორის, ტერიტორიული ორგანოების თანამშრომელთა, მიმართ გამოიყენოს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები;
ზ ) უფლებამოსილია , მოახდინოს მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული ცალკეული უფლებამოსილებების , მათ შორის , ფინანსური საქმიანობის განხორციელების , დოკუმენტაციაზე ხელმოწერისა და წარმომადგენლობის , თანამშრომლის მივლინებაში ან/და შვებულებაში გაშვების უფლებამოსილების დელეგირება;
თ ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებს, ამზადებს პროექტს ცენტრის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ;
თ1) ამტკიცებს ამ დებულების მე-2 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული ფასიანი მომსახურების განაკვეთებს;
ი ) ახორციელებს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. {C}{C}{C}{C}{C}{C} {C}{C}{C}{C}{C}{C} {C}{C}{C}{C}{C}{C} {C}{C}{C}{C}{C}{C} ცენტრის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე , რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის უფროსი . მოადგილეების ფუნქცია - მოვალეობებს და საკურაციო სფეროებს განსაზღვრავს ცენტრის უფროსი.
31. (ამოღებულია - 10.02.2014, №01/115).
32. (ამოღებულია - 10.02.2014, №01/115).
33. (ამოღებულია - 10.02.2014, №01/115).
4. {C}{C}{C}{C}{C}{C} {C}{C}{C}{C}{C}{C} {C}{C}{C}{C}{C}{C} {C}{C}{C}{C}{C}{C} ცენტრის უფროსის არყოფნის შემთხვევაში , მის მოვალეობებს ასრულებს ერთ - ერთი მოადგილე , ცენტრის უფროსის დავალებით .
5. (ამოღებულია - 28.10.2013,№01/769).
6. {C}{C}{C}{C}{C}{C} {C}{C}{C}{C}{C}{C} {C}{C}{C}{C}{C}{C} {C}{C}{C}{C}{C}{C} ცენტრის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს ხელმძღვანელობენ სატრუქტურული ქვედანაყოფების უფროსები , რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის უფროსი .
7. (ამოღებულია - 28.10.2013,№01/769).
8 . სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში :
ა ) ხელმძღვანელობს და წარმართავს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას;
ბ ) წარმოადგენს სტრუქტურულ ქვედანაყოფს მასზე დაკისრებული უფლება - მოვალეობების განხორციელებისას;
გ) წარუდგენს წინადადებებს ცენტრის უფროსს ან / და უფროსის მოადგილეებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით ;
დ) წარუდგენს ცენტრის უფროსს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფების თანამშრომელთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ;
ე) ასრულებს ცენტრის უფროსის და / ან უფროსის მოადგილეების ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს .
ვ) (ამოღებულია - 28.10.2013,№01/769).
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2014 წლის 10 თებერვლის ბრძანება №01/115, ვებგვერდი - 13.02.2014 წ .
1. ცენტრში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფებია :
ა ) ცენტრის აპარატი ;
ბ ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ;
გ ) იურიდიული განყოფილება ;
დ ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი ;
ე ) სამოქალაქო განათლებისა და ინტეგრაციის პროგრამების დეპარტამენტი ;
ვ ) სპორტული და კულტურული პროგრამების დეპარტამენტი .
2. ცენტრს შეიძლება ჰქონდეს ტერიტორიული ორგანო, რომლის საქმიანობასაც, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, წარმართავს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის უფროსი.
3 . ცენტრის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი :
ა ) აკონტროლებს ტერიტორიული ორგანოს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ბ) ცენტრის უფროსს წარუდგენს ტერიტორიული ორგანოს საქმიანობის განვითარების შესახებ წინადადებებს, ყოველთვიურ ანგარიშს ტერიტორიული ორგანოს საქმიანობის შესახებ;
გ) ცენტრის უფროსთან ათანხმებს ტერიტორიული ორგანოს მართვასთან დაკავშირებულ და ასევე სხვა განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ყველა საკთხს ;
დ) (ამოღებულია - 28.10.2013,№01/769).
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2014 წლის 10 თებერვლის ბრძანება №01/115, ვებგვერდი - 13.02.2014 წ .
მუხლი 5. ცენტრში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები და ამოცანები
1. ცენტრის აპარატი :
ა ) ცენტრის უფროსის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული საქმიანობის უზრუნველყოფა ;
ბ ) ცენტრის უფროსის მიერ დანიშნული თათბირების ან / და შეხვედრების გამართვის ორგანიზება და ოქმის წარმოება ;
გ ) ელექტრონული პროგრამების ადმინისტრირება , ინფორმაციული ტექნოლოგიების პროექტების განხორციელება ;
დ ) ინფორმაციის მართვის სისტემების შექმნა ;
ე ) ტექნიკასა და მომხმარებელს შორის არსებული პრობლემების სწრაფი აღმოფხვრა ;
ვ ) ცენტრს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებთან , საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან , უცხო ქვეყნების შესაბამის სამთავრობო დაწესებულებებთან , არასამთავრობო ორგანიზაციებთან , სხვადასხვა სამინისტროებთან და შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა ;
ზ ) უცხოეთში ცენტრის თანამშრომელთა ვიზიტების დაგეგმვა / მომზადება და საერთაშორისო ფორუმებსა და კონფერენციებზე დასწრების ორგანიზება ;
თ ) საერთაშორისო ხელშეკრულებების / მემორანდუმების მომზადებაში მონაწილეობის მიღება ;
ი ) შემოსული დოკუმენტების შესწავლა და პასუხების მომზადება ;
კ ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში , ასრულებს ცენტრის უფროსის სხვა დავალებებს .
2. იურიდიული განყოფილება :
ა ) ახორციელებს ცენტრის მიმდინარე საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას ;
ბ ) უზრუნველყოფს შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე ცენტრის წარმომადგენლობას საქართველოს საერთო სასამართლოებში და სამართალდამცავ ორგანოებში ;
გ ) ცენტრის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას ;
დ ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს ცენტრის უფროსის სხვა დავალებებს .
3. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური :
ა ) უზრუნველყოფს საზოგადოებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინფორმირებას ცენტრში მიმდინარე პროგრამების / პროექტების შესახებ ;
ბ ) პრესისა და საინფორმაციო სატელევიზიო გამოშვებების ანალიზის მიხედვით , ახორციელებს მოკლევადიანი და გრძელვადიანი ღონისძიებების შემუშავებას ;
გ ) კოორდინაციას უწევს ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფების მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობას , უზრუნველყოფს მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციის შეგროვებასა და შემდგომში მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებას ;
დ ) საჭიროების შემთხვევაში , უზრუნველყოფს სპეციალური სატელევიზიო პროგრამის მომზადებას ;
ე ) ცენტრის პროგრამების / პროექტების შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით , გეგმავს და ახორციელებს საკომუნიკაციო კამპანიებს , ასევე არჩევს საკომუნიკაციო არხებს და შეიმუშავებს მედიაგეგმას , ახორციელებს სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობასა და შემოქმედებითი სამუშაოს ხელმძღვანელობას ( სარეკლამო კონცეფციების , სცენარების , სლოგანების , დიზაინისა და ასევე სხვა მასალების შემუშავება );
ვ ) ახორციელებს საკომუნიკაციო / სარეკლამო ტექსტების შექმნასა და სარეკლამო მასალების დამზადების კოორდინირებას ( ბროშურები , ბუკლეტები , პოსტერები და სხვა );
ზ ) ახორციელებს ცენტრის ვებგვერდის სტრუქტურისა და შინაარსის მართვას ;
თ ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში , ახორციელებს ცენტრის ინფორმაციულ მხარდაჭერას ;
ი ) ახორციელებს ცენტრისათვის საჭირო ინფორმაციის შეგროვებას , სისტემატიზაციას და მათით დაინტერესებული სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის გადამუშავებული სახით მიწოდებას ;
კ ) არაუგვიანეს ყოველი წლის 15 იანვრისა , უზრუნველყოფს დეპარტამენტის მუშაობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშის მომზადებასა და ცენტრის უფროსისათვის წარდგენას ;
ლ ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში , ასრულებს ცენტრის უფროსის სხვა დავალებებს .
4. ადმინისტრაციული დეპარტამენტი :
ა ) ახორციელებს ფინანსური ანგარიშების მომზადებას , ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებას , დამხმარე სახის სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების , საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების ოპერაციების აღრიცხვასა და კონტროლს ;
ბ ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად , ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვას და განხორციელებას ;
გ ) უზრუნველყოფს ცენტრის პერსონალის მართვისა და საქმისწარმოების ორგანიზაციას , მატერიალურ - ტექნიკურ უზრუნველყოფას ;
დ ) ახორციელებს კორესპონდენციის საქმისწარმოებას ;
ე ) წარმართავს საარქივო საქმიანობას ;
ვ ) უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ;
ზ ) კომპეტენციის ფარგლებში , კანონმდებლობით დადგენილი ფორმით , ახორციელებს ცენტრში შემოსულ კორესპონდენციაზე სათანადო რეაგირებას ;
თ ) არაუგვიანეს ყოველი წლის 15 იანვრისა , უზრუნველყოფს დეპარტამენტის მუშაობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშის მომზადებასა და ცენტრის უფროსისათვის წარდგენას ;
ი ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში , ასრულებს ცენტრის უფროსის ან / და ცენტრის უფროსის მოადგილის სხვა დავალებებს .
5. სამოქალაქო განათლებისა და ინტეგრაციის პროგრამების დეპარტამენტი :
ა ) ახორციელებს ბავშვებისა და ახალგაზრდების სხვადასხვა ჯგუფში შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას ;
ბ ) ხელს უწყობს სამოქალაქო აქტივობებში ჩართულობის გზით მოწყვლადი ჯგუფების ინტეგრაციას საზოგადოებაში , ,, მოხალისეობის ინსტიტუტის “ დანერგვასა და პოპულარიზაციას ბავშვებსა და ახალგაზრდებში ;
გ ) ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის ქმნის ჩართულობის ზრდის შესაძლებლობებს მოხალისეობრივ აქტივობებში ;
დ ) ეხმარება ბავშვებსა და ახალგაზრდებს ზოგადი ცოდნის ხარისხის ამაღლებასა და დამოუკიდებელი აზროვნების ჩამოყალიბებაში ;
ე ) გეგმავს და ახორციელებს ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის ინტელექტუალურ თამაშებს ;
ვ ) ხელს უწყობს ბავშვებისა და ახალგაზრდების ინიციატივების განხორციელებას ;
ზ ) იწვევს ექსპერტებს ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის აქტუალური საკითხების შესახებ ლექცია - სემინარების ჩასატარებლად ;
თ ) ახორციელებს ბავშვებისა და ახალგაზრდების საჭიროებების ანალიზს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს ;
ი ) მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობისა და ინტეგრაციისთვის , მათი სპეციფიკიდან გამომდინარე , ახდენს კონკრეტული პროგრამების / პროექტების ინიციირებასა და განხორციელებას ;
კ ) მოწყვლადი ჯგუფების სამოქალაქო აქტივობებში ჩართულობის ამაღლების მიზნით , აქტიურად თანამშრომლობს შესაბამის ორგანიზაციებთან ;
ლ ) მოწყვლადი ჯგუფებისთვის საჭიროებებიდან გამომდინარე , ახორციელებს კონკრეტულ პროგრამებს / პროექტებს ;
მ ) პოპულარიზაციას უწევს ბავშვებისა და ახალგაზრდების ინიციატივებს საზოგადოებაში ;
ნ ) ბავშვებსა და ახალგაზრდებში ავრცელებს ინფორმაციას საერთაშორისო პროგრამების / პროექტების შესახებ და ხელს უწყობს მათ ჩართვას საერთაშორისო აქტივობებში ;
ო ) საქმიანობის ეფექტურობის გასაზრდელად , ,, ევროპის მოხალისეობრივი სერვისის " აკრედიტაციის ფარგლებში , იღებს მოხალისეებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ;
პ ) მოხალისეობის პოპულარიზაციისათვის აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა სტრუქტურებთან , როგორც ქვეყნის მასშტაბით , ისე საერთაშორისო დონეზე ;
ჟ ) უზრუნველყოფს საერთაშორისო ფორუმებში , კონფერენციებში , საერთაშორისო სასწავლო პროგრამებში , ტრენინგებსა და სხვა ღონისძიებებში მონაწილეთა შერჩევასა და მონაწილეობას ;
რ ) ახორციელებს არაფორმალური განათლების პოპულარიზაციას , განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ჯგუფების სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობასა და სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობების მხარდაჭერას ;
ს ) არაფორმალური განათლების პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით , ახორციელებს მცირე და მასშტაბურ კვლევებს , მიზნობრივი და ცნობიერების ასამაღლებელი სატრენინგო მოდულების შემუშავებასა და ტრენინგების ორგანიზებას , თემატური დისკუსიების მოწყობას და შედეგების შეფასებას ;
ტ ) განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ჯგუფების ინტეგრაციისა და ჩართულობის დონის ამაღლების მიზნით , ახორციელებს სხვადასხვა ჯგუფებს შორის აქტიური თანამშრომლობისა და გაცვლითი პროგრამების დანერგვას , შემეცნებითი და შემოქმედებითი ღონისძიებების ორგანიზებას ;
უ ) სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობების საქმიანობის მხარდაჭერისა და გაძლიერების მიზნით , ახორციელებს მიზნობრივი პროგრამების / პროექტების შესრულებას , ხელს უწყობს თვითმმართველობებისა და სასკოლო კლუბების აქტივობის გაზრდას , მათი ინიციატივების პრაქტიკულ რეალიზაციასა და მხარდაჭერას ;
ფ ) ცენტრის მიზნების რეალიზაციის მიზნით , ახორციელებს გრანტებისა და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა ფინანსური სახსრების მოძიებას ;
ქ ) ყოველი პროგრამის / პროექტის დასრულების შემდგომ , უზრუნველყოფს სათანადო ანგარიშის მომზადებას და ცენტრის უფროსისათვის წარდგენას , ხოლო არაუგვიანეს ყოველი წლის 15 იანვრისა , უზრუნველყოფს დეპარტამენტის მუშაობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშის მომზადებასა და ცენტრის უფროსისათვის წარდგენას ;
ღ ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში , ასრულებს ცენტრის უფროსის ან / და ცენტრის უფროსის მოადგილის სხვა დავალებებს .
6. სპორტული და კულტურული პროგრამების დეპარტამენტი :
ა ) ხელს უწყობს ბავშვებისა და ახალგაზრდების სპორტში ჩართულობის გაზრდასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ;
ბ ) ახორციელებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის სპეციალური სპორტული პროგრამების / პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას ;
გ ) ხელს უწყობს ბავშვებსა და ახალგაზრდებში ხელოვნებისადმი ინტერესის გაღვივებას ;
დ ) ხელს უწყობს ბავშვებსა და ახალგაზრდებში შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენას , აგრეთვე , ახალგაზრდა შემოქმედთა წახალისებას ;
ე ) ახორციელებს დაინტერესებულ პირთათვის სათანადო განმარტებებისა და რეკომენდაციების მიცემას პროექტში ჩართვასა თუ სხვა სახით მონაწილეობასთან დაკავშირებით ;
ვ ) წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად , უზრუნველყოფს პროგრამის / პროექტის ბენეფიციართა შერჩევას , ინფორმირებას , მობილიზებასა და კოორდინირებას ;
ზ ) ახორციელებს ცენტრის , მისი პარტნიორი ორგანიზაციებისა თუ ფიზიკური პირების მიერ ცენტრის პროგრამების / პროექტების განხორციელების შეფასებასა და ადგილზე ზედამხედველობას , შესაბამის ბენეფიციართა უკუგების მიღების , ინტერვიუირების თუ შეფასების სხვა ინსტრუმენტების გამოყენების გზით ;
თ ) სამომავლო პროგრამების / პროექტების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით , უზრუნველყოფს შეფასების საფუძველზე მიღებული ინფორმაციის კატეგორიზაციას , სისტემატიზაციასა და დამუშავებას ;
ი ) ცენტრის პროგრამების / პროექტების განხორციელების მიზნით , განსაზღვრავს ცალკეული აქტივობისათვის საჭირო მატერიალურ - ტექნიკური , ასევე არამატერიალური ( სამუშაო , მომსახურება ) რესურსის სახეობას , ოდენობას , ხარისხს ;
კ ) ყოველი პროგრამის / პროექტის დასრულების შემდგომ , უზრუნველყოფს სათანადო ანგარიშის მომზადებას და ცენტრის უფროსისათვის წარდგენას , ხოლო არაუგვიანეს ყოველი წლის 15 იანვრისა , უზრუნველყოფს დეპარტამენტის მუშაობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშის მომზადებასა და ცენტრის უფროსისათვის წარდგენას ;
ლ ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში , ასრულებს ცენტრის უფროსის ან / და ცენტრის უფროსის მოადგილის სხვა დავალებებს .
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2014 წლის 10 თებერვლის ბრძანება №01/115, ვებგვერდი - 13.02.2014 წ .
მუხლი 6. ცენტრის ქონება და დაფინანსების წყარო
1 . ცენტრი თავისი საქმიანობისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ფლობს ქონებას , რომელიც ფორმირდება:
ა ) სამინისტროს წინადადებით , საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ უსასყიდლო უზუფრუქტისა და თხოვების ფორმით გადაცემული ქონებისაგან;
ბ ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული სხვა ქონებისაგან .
2 . ცენტრის დაფინანსების წყაროებია :
ა ) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულების შედეგად მიღებული შემოსავლები;
გ ) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები;
დ) საქართველოს და საზღვარგარეთის ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან მიღებული შემოწირულობები;
ე ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოსა და მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლები;
ვ ) დამხმარე სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები;
ზ ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები .
3 . ცენტრის მიერ მიღებული, ამ მუხლის მე - 2 პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ცენტრის მიზნებისა და ამოცანების შესრულებას .
მუხლი 7. ცენტრის საქმიანობის აღრიცხვა და საბუღალტრო ანგარიშგება
1 . ცენტრი ახორციელებს საფინანსო - ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვასა და ანგარიშგებას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2 . ცენტრის პირველი საფინანსო წელი იწყება , საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად , მისი უფლებაუნარიანობის წარმოშობის მომენტიდან და მთავრდება იმავე კალენდარული წლის 31 დეკემბერს ( შემდეგი საფინანსო წლები ემთხვევა კალენდარულს).
3 . ყოველწლიურად ან მოთხოვნისთანავე ცენტრი მინისტრს წარუდგენს ფინანსურ ანგარიშს.
4 . ცენტრის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი .
მუხლი 8. ცენტრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი
1 . ცენტრი ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს , რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების , მიზანშეწონილობის , ეფექტიანობისა და საფინანსო - ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას .
2 . ცენტრი ვალდებულია , კონტროლის განსახორციელებლად მინისტრს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს შესაბამისი ინფორმაცია და მასალები .
3 . მინისტრი უფლებამოსილია , შეაჩეროს ან გააუქმოს ცენტრის უფროსის არამართლზომიერი გადაწყვეტილება .
4 . ცენტრს სამინისტროს თანხმობით შეუძლია განახორციელოს:
ა ) უძრავი ქონების შეძენა , გასხვისება და დატვირთვა;
ბ ) სესხის აღება;
გ ) თავდებობა;
დ ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე ) ცენტრის თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების , აგრეთვე ცენტრის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
ვ ) სხვა გადაწყვეტილებები ცენტრის ქონებასთან დაკავშირებით , თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს .
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ ბ” და „ გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა .
მუხლი 9. დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი
ცენტრის დებულების ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად გამოცხადება, მასში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით .
მუხლი 10. ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
ცენტრის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით .