„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
6013-Iს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2012-04-10
გამოქვეყნების თარიღი
2012-04-20
სარეგისტრაციო კოდი
430050000.05.001.016683
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 04. 05. 2005, მუხ. 143 ) 61 1 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. მასწავლებელს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით 2014 წლის ბოლომდე მოიპოვებს საბაზო/საშუალო საფეხურის საგნის მასწავლებლის სერტიფიკატს, უფლება აქვს, ასწავლოს შესაბამისი საგანი დაწყებითი საფეხურის მე-5 და მე-6 კლასებში.“.

მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებამდე არჩეულ საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრებს უფლებამოსილება შეუწყდეთ 2013 წლის 1 თებერვალს.

მუხლი 3 . ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                მ. სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 10 აპრილი.

№6013-Iს

კრებსითი — სრული ვერსია