„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
6011-Iს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2012-04-10
გამოქვეყნების თარიღი
2012-04-20
სარეგისტრაციო კოდი
070030000.05.001.016682
„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, № 24, 02.07.2007, მუხ. 219) 211 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11 . მუდმივმოქმედი კომისია, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საკითხებისა, პირის მომართვისა და ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ შესაბამისი დასკვნის წარმოდგენის საფუძველზე განიხილავს და წყვეტს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პირისათვის ჩამორთმეული უფლებების ვადამდე აღდგენის ან ამ უფლებების ჩამორთმევის ვადის შემცირების საკითხს.“;

ბ) მე-10 და მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. მუდმივმოქმედი კომისია საკითხებს განიხილავს ზეპირი მოსმენით ან/და ზეპირი მოსმენის გარეშე, ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით. ზეპირი მოსმენის გარეშე მუდმივმოქმედი კომისია იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულისათვის პირობითი მსჯავრის გაუქმებასა და ნასამართლობის მოხსნაზე უარის თქმის, აგრეთვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პირისათვის ჩამორთმეული უფლებების ვადამდე აღდგენაზე ან ამ უფლებების ჩამორთმევის ვადის შემცირებაზე უარის თქმის  შესახებ.

11. თუ მუდმივმოქმედი კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულისათვის პირობითი მსჯავრის გაუქმებასა და ნასამართლობის მოხსნაზე უარის თქმის, აგრეთვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პირისათვის ჩამორთმეული უფლებების ვადამდე აღდგენაზე ან ამ უფლებების ჩამორთმევის ვადის შემცირებაზე უარის თქმის შესახებ, ამავე საკითხებზე შუამდგომლობის ხელახალი განხილვა დასაშვებია გადაწყვეტილების მიღებიდან 1 წლის შემდეგ.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                      მ. სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 10 აპრილი.

№6011- Iს

 

კრებსითი — სრული ვერსია