საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №121
2012 წლის 18 აპრილი
ქ. თბილისი
„ გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის № 996 ბრძანებაში ცვლილებ ის შეტანის შესახებ
„ ნორმატიული აქტების შესახებ “ საქართველოს კანონის მე- 20 მუხლის მე- 4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 06011103.01.11) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დაემატოს შემდეგი შინაარსის 861 მუხლი:
„მუხლი 861. აქციზისგან გათავისუფლება საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად
1 . საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად საგადასახადო შეღავათებით ( აქციზისგან გათავისუფლება ) სარგებლობისათვის ხელშეკრულების შესაბამისად განსახორციელებელი პროგრამის/პროექტის დამფინანსებელი ( დონორი ) მხარის მიერ შემოსავლების სამსახურში ინფორმაციის წარდგენა და აღნიშნული ინფორმაციის რეესტრში ასახვის პორობები განისაზღვრ ება ამ ბრძანების 71 -ე მუხლის პირველი, მე-3 და მე -4 პუნქტებით დადგენილი წესის შესაბამისად.
2 . პროგრამის/პროექტის ფარგლებში აქციზური საქონლის/მომსახურების შეძენისას , საქონლის მიმწოდებელი ( გამყიდველი ) ან/და მომსახურების გამწევი , რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად წარმოადგენს აქციზის გადამხდელს, ვალდებულია გადაამოწმოს რეესტრში პირის საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის უფლება. აქციზი ს გან გათავისუფ ლ ების შემთხვევაში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში აქციზის თანხის აღმნიშვნელ სტრიქონზე მიეთითება „0“ ( ნული ) .
3 . პროგრამის/პროექტის ფარგლებში აქციზური საქონლის/მომსახურების შეძენისას გადახდილი აქციზის დაბრუნების მიზნით, საგადასახადო შეღავათით მოსარგებლე პირის მიერ საგადასახადო ორგანოს წარედგინება განაცხადი დანართი № IV– 101 შესაბამისად , რომელსაც თან უნდა დაერთოს შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გამოწერილი საფ-ების პირველი ეგზემპლარები.
4 . საგადასახადო შეღავათით მოსარგებლე პირის მიერ განაცხადი საგადასახადო ორგანოს წარედგინება დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების შემდგომ.
5 . საგადასახადო ორგანო განიხილავს საგადასახადო შეღავათით მოსარგებლე პირის მიერ წარდგენილ განაცხადს და:
ა) ხარვეზის არარსებობის შემთხვევაში , განაცხადის წარდგენიდან 1 ( ერთი ) თვის ვადაში უზრუნველყოფს თანხის დაბრუნებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63 -ე მუხლით დადგენილი წესით;
ბ ) ხარვეზის არსებობის შემთხვევაში , აღნიშნულის თაობაზე 3 დღის განმავლობაში წერილობით ატყობინებს განაცხადის წარმდგენ პირს და განუსაზღვრავს 15 -დღიან ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად.
6 . ხარვეზის დადგენისას ამ მუხლის მე- 5 პუნქტის „ ა “ ქვეპუნქტში აღნიშნული ვადის დენა შეჩერებულად ითვლება პირის მიერ ხარვეზის აღმოფხვრამდე ან შეტყობინებაში განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე.
7 . ამ მუხლის მე- 5 პუნქტის „ ა “ ქვეპუნქტში აღნიშნულ ვადაში , საგადასახადო ორგანოს მიერ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში , განაცხადი შესაძლებელია წარდგენილ იქნეს განმეორებით.
8 . განაცხადის მიხედვით აქციზის თანხის დაბრუნება ხდება განმცხადებლის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშებზე. “.
2 . ინსტრუქციას დაემატოს დანართი № IV– 101 – „განაცხადი გადახდილი აქციზის დაბრუნების თაობაზე“ თანდართული ფორმით.
მუხლი 2 . ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. გვინდაძე
„ დანართი № IV– 101
-----------------------------------------
(საგადასახადო ორგანოს დასახელება)
----------------------------------------------
(გადასახადის გადამხდელის დასახელება)
–––––––––––––––––––––––––––––––––––––
საიდენტიფიკაციო ნომერი
განაცხადი
გადახდილი აქციზის დაბრუნების თაობაზე
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 194 -ე მუხლის მე- 7 ნაწილის თანახმად , გთხოვთ , დაგვიბრუნოთ პროგრამის/პროექტის ფარგლებში შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გადახდილი აქციზის თანხები შემდეგ საბანკო ანგარიშზე:
––––––––––––––––––––––––––––––
( ბანკის დასახელება და რეკვიზიტები )
–––––––––––––––––––––––––––––
( ანგარიშის ნომერი )
დანართი:
საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ––––––– რაოდენობა
საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ––––––– გვერდზე
განმცხადებლის ხელმოწერა ---------------------------------------
( თარიღი )“