საქართველოს მთავრობის
დადგენილება № 138
2012 წლის 12 აპრილი
ქ . თბილისი
„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2012 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 მარტის № 115 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2012 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 მარტის №115 დადგენილებაში ( www.matsne.gov.ge, 30/03/2012, 470230000.10.003.016788 ) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2012 წლის სახელმწიფო პროგრამის“:
1. მე-2 მუხლის პირველი, მე‑2 და მე‑3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამედიცინო დაწესებულებათა მშენებლობისა და რეაბილიტაციის/რეკონსტრუქციის კომპონენტი მოიცავს:
ა) ფსიქიატრიული დაწესებულებების მშენებლობისა და რეაბილიტაციის/რეკონსტრუქციის სამუშაოებს;
ბ) სამედიცინო სიმულაციური ტრენინგცენტრის მშენებლობას.
2. აღჭურვის კომპონენტი მოიცავს 1 რეანომობილის , 2 ორხიდიანი მაღალი გამავლობის სასწრაფო დახმარების ავტომანქანისა და სტომატოლოგიური მომსახურების უზრუნველსაყოფად სპეციალურად აღჭურვილი 2 მანქანის შესყიდვას.
3. საექსპერტო მომსახურებისა და საპროექტო სამუშაოების კომპონენტი მოიცავს ფსიქიატრიული დაწესებულებების, გადაუდებელი დახმარების კომპლექსის, სამედიცინო სიმულაციური ტრენინგცენტრისა და პათოლოგიური ლაბორატორიის სამშენებლო, სარეაბილიტაციო/სარეკონსტრუქციო და აღჭურვის სამუშაოებისათვის საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო ( მათ შორის, გეოლოგიური კვლევები ) დოკუმენტაციის მომზადებას.“.
2. მე-3 მუხლის პირველი, მე‑2 და მე‑3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. ამ პროგრამის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით.
3. ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნ ქ ტითა და მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.“.
3 . მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი
1 . პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვროს 12 000 ათასი ლარით.
2 . პროგრამის ბიუჯეტი კომპონენტებისა და ღონისძიებების მიხედვით წარმოდგენილია შემდეგ ცხრილში :
| № | კომპონენტები და ღონისძიებები | ღირებულება ათას ლარებში | |
| 1 | სამედიცინო დაწესებულებათა მშენებლობისა და რეაბილიტაციის/რეკონსტრუქციის კომპონენტი | 10 639, 0 | |
| ა) | ფსიქიატრიული დაწესებულებების მშენებლობისა და რეაბილიტაციის/რეკონსტრუქციის სამუშაოები | 6 389, 0 | |
| ბ) | სამედიცინო სიმულაციური ტრენინგცენტრის მშენებლობა | 4 250, 0 | |
| 2 | აღჭურვის კომპონენტი | 805, 0 | |
|
| 1 რეანომობილის, 2 ორხიდიანი მაღალი გამავლობის სასწრაფო დახმარების ავტომანქანისა და სტომატოლოგიური მომსახურების უზრუნველსაყოფად სპეციალურად აღჭურვილი 2 მანქანის შესყიდვა | 805, 0 | |
| 3 | საექსპერტო მომსახურებისა და საპროექტო სამუშაოების კომპონენტი | 374, 0 | |
|
| ფსიქიატრიული დაწესებულებების, გადაუდებელი დახმარების კომპლექსის, სამედიცინო სიმულაციური ტრენინგცენტრისა და პათოლოგიური ლაბორატორიის სამშენებლო, სარეაბილიტაციო/სარეკონსტრუქციო და აღჭურვის სამუშაოებისათვის საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო ( მათ შორის, გეოლოგიური კვლევები) დოკუმენტაციის მომზადება | 374, 0 | |
| 4 | ადმინისტრირების კომპონენტი | 182, 0 | |
|
| სულ: | 12 000, 0. “. |
მუხლი 2 . დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .
პრემიერ- მინისტრი ნ . გილაური