საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯის „ორიენტი“ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად -პროფესიულ კოლეჯად „ორიენტი” რეორგანიზაციის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
79/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2012-04-17
გამოქვეყნების თარიღი
2012-04-19
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.022.016345
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯის „ორიენტი“ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად -პროფესიულ კოლეჯად „ორიენტი” რეორგანიზაციის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №79/ნ

2012 წლის 17 აპრილი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯის  „ორიენტი“ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად – პროფესიულ კოლეჯად „ორიენტი” რეორგანიზაციის შესახებ

„პროფესიული განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „გ” პუნქტის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „თ” ქვეპუნქტის და  მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ” ქვეპუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ა(ა)იპ „საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს”  შორის  2012 წლის 19 მარტს დადებული ,,საქართველოში პროფესიული განათლების  განვითარების  და ხელშეწყობის შესახებ” შეთანხმების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯის „ორიენტი” რეორგანიზაცია არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად – პროფესიულ კოლეჯად „ორიენტი”.

2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, ა(ა)იპ „საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტთან” ერთად, უზრუნველყოს ამ ბრძანების შესრულების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. შაშკინი

 

კრებსითი — სრული ვერსია