საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება № 78 /ნ
2012 წლის 10 აპრილი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯის „პროფესიონალის” და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯის ,,მერმისის” რეორგანიზაციის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის და „ პროფესიული განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯის „პროფესიონალის” და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯის „მერმისის” რეორგანიზაცია, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯის „პროფესიონალის” საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – პროფესიულ კოლეჯთან „მერმისი” მიერთების გზით 2012 წლის 1 ივლისამდე.
2. ძალადაკარგულად გამოცხად დეს „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიულ ი კოლეჯის „პროფესიონალი “ წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 6 მაისის №79/ნ ბრძანება.
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს ამ ბრძანების შესრულების მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება .
4. ეს ბრძანება, გარდა მე-2 პუნქტისა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
5. ამ ბრძანების მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2012 წლის 1 ივლისიდან.
დ . შაშკინი