საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №303
2012 წლის 17 აპრილი
ქ. თბილისი
„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 ივნისის №367 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 ივნისის №367 ბრძანებულებაში (სსმ III , 2010 წ., №63, მუხ. 928) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანებულების პ ი რველი პუნქტით დამტკიცებულ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხას (დანართი №1) დაემატოს შემდეგი შინაარსის 59-ე პუნქტი:
„59. საქართველოს საელჩო მოლდოვას რესპუბლიკაში.“;
ბ) ბრძანებულების 11 პუნქტით დამტკიცებული იმ ქვეყნების ნუსხიდან , რომლებშიც აკრედიტებულია საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები (დანართი №2) ამოღებულ იქნეს 27-ე პუნქტი.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2012 წლის 10 მაისიდან.
მ. სააკაშვილი