„წალკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 მარტის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
13
მიმღები ორგანო
წალკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-04-11
გამოქვეყნების თარიღი
2012-04-20
სარეგისტრაციო კოდი
200230000.35.155.016079
„წალკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 მარტის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13

2012 წლის 11 აპრილი

ქ. წალკა

„წალკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 მარტის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს

მუხლი 1

შევიდეს ცვლილება „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 მარტის №10 დადგენილების (სსმ ვებგვერდი, 12.03.2012, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.155.016076) დანართის მე-8 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებისას გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლი“.

მუხლი 2

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                     დ. მაჩიტიძე

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია