საქართველოს კანონი
„საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №33, 10.11.2001, მუხ. 132) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) საქართველოში მოქმედი სავაჭრო, სანავსადგურო და საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესების შესახებ ინფორმაციის დამოწმებას;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ . სააკაშვილი
თბილისი,
2012 წლის 27 მარტი.
№5965-Iს