საქართველოს კანონი
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 5.09.2003, მუხ. 195) მე-7 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 7. საბაჟო სფეროში საქმიანობის ნებართვა:
ა) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვა – 500 ლარი;
ბ) საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვა – 1000 ლარი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2012 წლის 27 მარტი.
№5945- Iს