„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
294
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2012-04-11
გამოქვეყნების თარიღი
2012-04-11
სარეგისტრაციო კოდი
010340000.08.002.016483
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №294

2012 წლის 11 აპრილი

ქ. თბილისი

„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში (სსმ III , 2001 წ., №78, მუხ. 555) შეტანილ იქნეს დამატებები და ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის :

ა) „კ2“ ქვეპუნქტი:

„კ2) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე – სამმართველოს უფროსი;“;

ბ) „მ2“ ქვეპუნქტი:

„მ2) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სამინისტროს ბიუროს უფროსის მოადგილე – სამმართველოს უფროსი;“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია