დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №1 8
2012 წლის 10 აპრილი
ქ. დედოფლისწყარო
,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპური ფორმების დამტკიცების თაობაზე” დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 30.09. 2010 წ ლის № 33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
1. ,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპური ფორმების დამტკიცების თაობაზე” დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 1 0.09. 2010 წ ლის № 33 დადგენილებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების პირველი პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტით დამტკიცებული მე-3 დანართი ჩამოყალიბდეს დანართის შესაბამისად.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნების თანავე.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზ . ფიროსმანაშვილი