„ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 მარტის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
17
მიმღები ორგანო
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-04-10
გამოქვეყნების თარიღი
2012-10-23
სარეგისტრაციო კოდი
200230000.35.169.016085
„ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 მარტის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2012 წლის 10 აპრილი

ქ. დედოფლისწყარო

„ ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 მარტის № 15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 0 მუხლის მე-4 პუნქტის , საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე -7 მუხლის პირველი ნაწილის და „სასოფლო -სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 მარტის № 119 დადგენილების შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. „ ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 მარტის № 15 დადგენილებით დამტკიცებული ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთებში შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთების მე -4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწებზე ქონების გადასახადი ერთ ჰექტარზე შეადგენს:

ა) სათიბებზე –20 ლარს;

ბ) საძოვრებზე – 7 ლარს;

გ) სახნავი (კარგი და მწირი ხარისხის) და სხვა კატეგორიის სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწებზე – 87 ლარს;

დ) ტყის მიწებისათვის, რომლებიც გამოიყენება სასოფლო -სამეურნეო დანიშნულებით :

დ ა) სათიბებისათვის (ბუნებრივი და გაკულტურებული) – 20 ლარს;

დ ბ) საძოვრებისათვის (ბუნებრივი და გაკულტურებული) –16 ლარს;

დ გ) სახნავისათვის (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) – 40 ლარს“.

2 . დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2012 წლის 30 მარტიდან    წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე .

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 23 ოქტომბრის დადგენილება № 29 - ვებგვერდი, 26.10.2012 წ.

3. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოში (ქ. დედოფლისწყარო, ჰამლეტ გონაშვილის ქ. №2), უშუალოდ ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე                  ზ . ფიროსმანაშვილი

 

შეტანილი ცვლილებები:

1. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 23 ოქტომბრის დადგენილება № 29 - ვებგვერდი, 26.10.2012 წ.

 

კრებსითი — სრული ვერსია