„ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2267
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1999-07-22
გამოქვეყნების თარიღი
1999-08-04
სარეგისტრაციო კოდი
140.120.000.05.001.000.644
„ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994 წ., №16 (633)), შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. კანონის სათაურიდან და ტექსტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „რესპუბლიკა“.

2. 24-ე მუხლის მე-2 აბზაცს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 წინადადება:

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოების თანამშრომლებს“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი    ე. შევარდნაძე

თბილისი,

1999 წლის 22 ივლისი.

№2267-რს

კრებსითი — სრული ვერსია