საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №110
2012 წლის 11 აპრილი
ქ. თბილისი
„ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე “ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბ რის №824 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
„ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე “ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბ რის №824 ბრძანებით (სსმ III, 04.11.2008, № 159, მუხლი 1595) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-5 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილე/სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილე – სამმართველოს უფროსი“;
ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს შეიძლება ჰყავდეს ერთი ან რამდენიმე მოადგილე (დეპარტამენტის უფროსის მოადგილე/დეპარტამენტის უფროსის მოადგილე – სამმართველოს უფროსი/ სამინისტროს ბიუროს უფროსის მოადგილე / სამინისტროს ბიუროს უფროსის მოადგილე – სამმართველოს უფროსი/ სამსახურის უფროსის მოადგილე). სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. “.
2. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილე – სამმართველოს უფროსზე ვრცელდება ამ მუხლის მე-2-მე-4 პუნქტებით და მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დებულებები.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 1 2 აპრილიდან.
დ . გვინდაძე