საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №290
2012 წლის 10 აპრილი
ქ. თბილისი
„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 ივნისის №367 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 ივნისის №367 ბრძანებულებაში (სსმ III, 2010 წ., №63, მუხ. 928) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ბრძანებულების 11 პუნქტით დამტკიცებული იმ ქვეყნების ნუსხის, რომლებშიც აკრედიტებულია საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები (დანართი №2):
ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. საქართველოს საელჩო ესპანეთის სამეფოში აკრედიტებულია ანდორის სამთავროში, ალჟირის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკასა და მაროკოს სამეფოში.“;
ბ) 28-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„28 . საქართველოს საელჩო არგენტინის რესპუბლიკაში აკრედიტებულია ჩილეს რესპუბლიკასა და პარაგვაის რესპუბლიკაში.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი