შემოსავლების ს ამსახურის უფროსის
ბრძანება № 5545
2012 წლის 2 აპრილი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №8 ) მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1 “ ქვეპუნქტი :
„ე1 ) კომპეტენციის ფარგლებში საგადასახადო შემოწმებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელებისას , ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით, დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის ბრძანების საფუძველზე უფლებამოსილი-სერტიფიცირებული თანამშრომლების მიერ შეფასების დასკვნების მომზადება “.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
სამსახურის უფროსი ჯ . ებანოიძე