„გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 13 დეკემბრის №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
22
მიმღები ორგანო
გარდაბნის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-04-10
გამოქვეყნების თარიღი
2012-04-10
სარეგისტრაციო კოდი
190020020.35.161.016094
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 13 დეკემბრის №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება № 22

2012 წლის 10 აპრილი

ქ. გარდაბანი

„ გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 13 დეკემბრის №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,კ’’ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის “ 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

 მუხლი 1

შევიდეს ცვლილება გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 დეკემბრის №47 დადგენილების „ გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ (სსმ, 19.12.2011 ) მე-4, მე-12, მე-17 და მე- 18 მუხლებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2

შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-4 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ მუხლი 4

2012 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯების ნაწილის მუხლი განისაზღვროს 12107.8 ათ. ლარით (დანართი №3 )“.

მუხლი 3

შევიდეს ცვლილება დადგენილების მე -12 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„მუხლი 12

2012 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურების მუხლი განისაზღვროს 892.2 ათ . ლარით ( დანართი №3)“.

მუხლი 4

შევიდეს ცვლილება დადგენილების მე -17 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„მუხლი 17

2012 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის სხვა ხარჯების ასიგნებების მუხლი განისაზღვროს 2268.4 ათ . ლარით ( დანართი №3)“.

მუხლი 5

შევიდეს ცვლილება დადგენილების მე-1 8 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ მუხლი 1 8

2012 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლი განისაზღვროს 7573.3 ათ. ლარით (დანართი №3 )“.

მუხლი 6

დანართი №1, დანართი №2, დანართი №3, ასევე დანართი №4 ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით.

მუხლი 7

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე .

მუხლი 8

დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22- ე მუხლის მე -3 ნაწილით დადგენილი წესით, უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში .

საკრებულოს თავმჯდომარე                    გ. ფეიქრიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია