საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება № 1-1/938
2012 წლის 4 აპრილი
ქ. თბილისი
„ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტებ ის ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 9 ივნისის №1-1/883 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „ ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტებ ის ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 9 ივნისის №1-1/883 ბრძანებით (სსმ, ვებპორტალი, 310150000.22.024.016082, 13.06.2011) დამტკიცებულ „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხაში “ შეტანილ იქნეს ცვლილება და ნუსხის მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ვ) „ საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ გემებზე ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების შესახებ;“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ვ . ქობალია