საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება № 76 /ნ
2012 წლის 5 აპრილი
ქ. თბილისი
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ნოემბრის №1106 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–20 მუხლის მე -4 პუნქტისა და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის სახელის შეცვლის შესახებ ” საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 მარტის №100 დადგენილების მე-2 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ნოემბრის №1106 ბრძანებაში ( სსმ, 168, 28/11/2007, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.011.138) შევიდეს ცვლილება და ბრძანების:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ”;
ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,, 1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანდართული წესდება.”;
გ) პირველი პუნქტით დამტკიცებული წესდების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,წ ინამდებარე წესდება არეგულირებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში – უნივერსიტეტი) მიზნებს, ამოცანებს, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, სტრუქტურას, მართვის პრინციპებს, მართვის ორგანოების სტატუსს, უფლებამოსილებებს, პერსონალის სახეებს, უფლება- მოვალეობებს, მათი დანიშვნისა და არჩევის წესს, სტუდენტთა უფლებებს, უნივერსიტეტის საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას და უნივერსიტეტის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.”;
დ) პირველი პუნქტით დამტკიცებული წესდების მეორე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,, 2. უნივერსიტეტის სრული სახელწოდებაა „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ა . სეფერთელაძე