საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება № 109
201 2 წ ლის 4 აპრილი
ქ . თბილისი
„ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №30 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №30 ბრძანებით (სსმ, 11.05.2011, ვებგვერდი, 110511008) დამტკიცებულ დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 მუხლი:
„მუხლი 7.
იმ შემთხვევაში , თუ ზუთხისებრთა ჭერა ხორციელდება დადგენილი კვოტის ფარგლებში თევზჭერის ლიცენზიის საფუძველზე, რომელიც ლიცენზიის მფლობელს უდგენს ამ სახეობის ტყვეობაში გამრავლებისა და ტყვეობაში გამრავლებული თევზის სახეობის ნამატის ლიცენზიით დადგენილი ოდენობით ბუნებრივ გარემოში დაბრუნების ვალდებულებას – მათი ჭერა დაშვებულია მთელი წლის განმავლობაში.“ .
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა . ხეთაგური