,,ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 17 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
14
მიმღები ორგანო
ონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-03-29
გამოქვეყნების თარიღი
2012-04-11
სარეგისტრაციო კოდი
200130000.35.118.016064
,,ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 17 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2012 წლის 29 მარტი

ქ. ონი

,,ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 17 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1. ,,ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 17 თებერვლის №11 დადგენილებაში (სსმ, 23/02/2012) შევიდეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, 202-ე, 204-ე და 206-ე მუხლების, აგრეთვე ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 თებერვლის № 50 დადგენილების შესაბამისად ”;

ბ) დადგენილების დანართი №1-ის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 3. ქონების გადასახადის განაკვეთები მიწაზე

1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 ჰა-ზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია:

ა)    სახნავისთვის (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამოსთვის –  56 ლარი;

ბ) სათიბებისთვის (ბუნებრივი და გაკულტურებული) – 3.75 ლარი;

გ) საძოვრებისთვის (ბუნებრივი და გაკულტურებელი) – 2.25 ლარი.

2. ტყის მიწებისთვის, რომლებიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით, ქონების გადასახადის განაკვეთი 1 ჰა-ზე შეადგენს 14 ლარს.

3. ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილ მიწებზე ქონების გადასახადის განაკვეთი 1 ჰა-ზე შეადგენს –3 ლარს.“;

გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1 -ის მე-5 მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. დადგენილება ძალშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                    შ. ჯაფარიძე

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია