საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №277
2012 წლის 4 აპრილი
ქ. თბილისი
„ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ახალგაზრდობის სახლის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 31 ოქტომბრის №669 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ახალგაზრდობის სახლის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 31 ოქტომბრის № 669 ბრძანებულებაში (სსმ, ვებგვერდი, 111101003, 01.11.2011 წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის შექმნის შესახებ“;
ბ) ბრძანებულების პირველ პუნქტში სიტყვები: „ საქართველოს ახალგაზრდობის სახლი (შემდეგში – სახლი).“ შეიცვ ა ლოს სიტყვებით: „ საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე (შემდეგში – სასახლე).“;
გ) ბრძანებულების მე-2 პუნქტის:
გ.ა) „ა“ ქვეპუნქტში სიტყვა „სახლის“ შეიცვალოს სიტყვით: „სასახლის“;
გ.ბ) „ბ“ ქვეპუნქტში სიტყვა „სახლის“ შეიცვალოს სიტყვით: „სასახლის“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი