„მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების (თემების) და მისი ტერიტორიული ორგანოების შექმნის შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 9 მარტის №3/2 და 2012 წლის 9 მარტის №15 დადგენილებების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
22
მიმღები ორგანო
მარნეულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-04-03
გამოქვეყნების თარიღი
2012-05-04
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.159.016089
„მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების (თემების) და მისი ტერიტორიული ორგანოების შექმნის შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 9 მარტის №3/2 და 2012 წლის 9 მარტის №15 დადგენილებების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2 2 

2012 წლის 03 აპრილი

ქ. მარნეული

„ მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების (თემების) და მისი ტერიტორიული ორგანოების შექმნის შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 9 მარტის №3/2 და 2012 წლის 9 მარტის №15 დადგენილებების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 4 მაისის დადგენილება № 26 - ვებგვერდი, 10.05.2012 წ.

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 9 მარტის № 3/2 დადგენილება ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების (თემების) და მისი ტერიტორიული ორგანოების შექმნის შესახებ“ (სსმ, ვებგვერდი, 10025002035159006137, 23.03.2010).

მუხლი 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების (თემების) და მისი ტერიტორიული ორგანოების შექმნის შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 9 მარტის № 15 დადგენილება (სსმ, ვებგვერდი, 010250020.35.159.016082, 16.03.2012).

მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                               ი. ქერიმოვი

 

შეტანილი ცვლილებები:

1. მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 4 მაისის დადგენილება № 26 - ვებგვერდი, 10.05.2012 წ.

 

კრებსითი — სრული ვერსია