„საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2211
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1999-06-25
გამოქვეყნების თარიღი
1999-07-05
სარეგისტრაციო კოდი
190.020.000.05.001.000.631
„საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

,,საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ” საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. ,,საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ” საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №17, ივლისი, 1996) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ტექსტი:

 ,,ბიუჯეტების ყველა შემოსავალი უნდა აისახოს ეროვნულ ბანკში გახსნილ სახაზინო ანგარიშებზე. დაუშვებელია ბიუჯეტების შემოსავლებში თანხების აღრიცხვა როგორც ხაზინის, ასევე გადამხდელების მომსახურე კომერციულ ბანკებში შესაბამის ანგარიშებზე მათი სრულფასოვანი ასახვის გარეშე.”

2. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 აბზაცი:

,,ბიუჯეტების ყველა ხარჯი უნდა აისახოს ეროვნულ ბანკში გახსნილ სახაზინო ანგარიშებზე, კანონით განსაზღვრული პრიორიტეტების დაცვით. დაუშვებელია ბიუჯეტების ხარჯებში თანხების აღრიცხვა როგორც ხაზინის, ასევე გადამხდელების მომსახურე კომერციულ ბანკებში შესაბამის ანგარიშებზე მათი სრულფასოვანი ასახვის გარეშე.”.

3. 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ტექსტი:

 ,,და აქციზური მარკების დაბეჭდვის, ტრანსპორტირებისა და მიმოქცევასთან დაკავშირებული სხვა ხარჯების დასაფარავად გათვალისწინებული სახსრებისა, რომლებიც ირიცხება ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე და რომელთა ოდენობა ერთ მარკასთან მიმართებაში განისაზღვრება საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტის მიერ საქართველოს ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებთან შეთანხმებით”.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი                                   ე. შევარდნაძე.

თბილისი,

1999 წლის 25 ივნისი.

№2211-IIს

კრებსითი — სრული ვერსია