,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 31 იანვრის №06 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
15
მიმღები ორგანო
ლენტეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-03-28
გამოქვეყნების თარიღი
2012-04-11
სარეგისტრაციო კოდი
200140030.35.115.016082
,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 31 იანვრის №06 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება №15

201 2 წლის 28 მარტი

დ. ლენტეხი

„ ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 31 იანვრის №06 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ მე-20 მუხლის შესაბამისად , ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

„ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 31 იანვრის № 06 დადგენილებაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი № 1-ის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ლენტეხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების 1 კვმ. მიწის ნორმატიული ფასი გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

 

CN = IMG X IT L X C X K

 

ა) CN არის 1კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;

ბ) IMG არის დაბა ლენტეხის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,28-ს;

გ) IT L არის ლოკალური ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს;

დ) C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვ/მ-ზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;

ე) K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 40-ს;

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი № 1-ის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;

„5. ლენტეხის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის № 287 ბრძანებულებით განსაზღვრულ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია დაბა ლენტეხისათვის დადგენილი ფასის 60 %-ის ოდენობით და იგი შეადგენს 1,613 ლარს“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე            ვ. ქურასბედიანი

 

კრებსითი — სრული ვერსია