საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
5919-Iს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2012-03-27
გამოქვეყნების თარიღი
2012-04-03
სარეგისტრაციო კოდი
020000000.05.001.016641
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 2401  მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კოდექსის 103-ე და 1074  მუხლებით, 1142  მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 1252  მუხლით, 1253  მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე და 1351  მუხლებით, 1536   მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შინაარსს და მისი გამოწერის წესს განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, ხოლო ქალაქ თბილისში – ქალაქ თბილისის მერი.“.

2. 242-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე და 1351  მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ჯარიმა ადგილზე არ გადაიხდევინება და სამართალდამრღვევს ადგილზევე გამოეწერება საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, რომელიც ივსება ბურთულიანი კალმით ან/და ელექტრონული ფორმით. “.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                                მ. სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 27 მარტი.

№5919- Iს

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია