„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლი 8 სექტემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
20
მიმღები ორგანო
თვიმმართველი ქალაქი ბათუმი
მიღების თარიღი
2012-03-30
გამოქვეყნების თარიღი
2012-04-05
სარეგისტრაციო კოდი
010260010.35.132.016110
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლი 8 სექტემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო ს

დადგენილება №20

2012 წლის 30 მარტი

ქ. ბათუმი

  „ თვითმმართველი ქალაქ ის – ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ “ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2010 წლი 8 სექტემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

1. „თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 8 სექტემბრის № 21 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახურის უფროსს ჰყავს სამსახურის უფროსის მოადგილე (შემდგომში – უფროსის მოადგილე), რომელიც ამავდროულად არის ეკონომიკური განვითარების განყოფილების უფროსი.“.

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. განყოფილებას ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსის მოადგილე, რომელიც ამავდროულად არის განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მერი.“ ;

გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8  მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამსახურის უფროსის მოადგილის ადგილზე არყოფნისას, ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მერის სამართლებრივი აქტის საფუძველზე განყოფილების უფროსის მოვალეობას ასრულებს განყოფილების ერთ-ერთი მთავარი სპეციალისტი.“.

2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. 

საკრებულოს თავმჯდომარე   გ . კირთაძე

კრებსითი — სრული ვერსია