ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №16
2012 წლის 27 მარტი
ქ. ცაგერი
„ ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ორგანოებში რწმუნებულთა მიერ ბეჭდის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 29 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე -20 მუხლის შესაბამისად , „ ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ორგანოებში რწმუნებულთა მიერ ბეჭდის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს 2012 წლის 29 თებერვლის №11 დადგენილებაში (ვებგვერდი, 09/03/2012) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
მუხლი 1
დადგენილებით დამტკიც ებული დანართი №1 -ის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 6) რწმუნებული პასუხისმგებელია ბეჭდის უსაფრთხო შენახვისათვის. ბეჭდის სხვა პირისათვის გადაცემა აკრძალულია, გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“ .
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე მ. ლეთოდიანი