„ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ" ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №61 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
14
მიმღები ორგანო
ცაგერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-03-27
გამოქვეყნების თარიღი
2012-04-06
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.116.016076
„ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ" ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №61 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2012 წლის  27 მარტი

ქ. ცაგერი

„ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ’’ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №61 დადგენილებაში  ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

„ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ’’ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №61 დადგენილებაში (სსმ, 62, 10/12/2010)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

    მუხლი 1

1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების 1-ლი მუხლის მე-4 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 4. ტერიტორიული ორგანოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებ ს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმატივების ფარგლებში განსაზღვრავს საკრებულო.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 3. ცაგერის მუნიციპალიტეტის რწმუნებულის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას, გამგებლის დავალებით, ასრულებს მუნიციპალიტეტის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ერთ-ერთი მოხელე.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) უზრუნველყოფს სასმელი წყლის სისტემების მოვლა-შენახვას და რეაბილიტაციას.“ .

4. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მონაწილეობს საგანგებო სიტუაციების პრევენციის ღონისძიებების დაგეგმვაში ;“ .

    მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                    მ.  ლეთოდიანი

კრებსითი — სრული ვერსია