„ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 29 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
13
მიმღები ორგანო
ცაგერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-03-27
გამოქვეყნების თარიღი
2012-04-06
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.116.016075
„ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 29 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება № 13

2012 წლის 27 მარტი

ქ. ცაგერი

,,ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 29 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „ ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 29 თებერვლის №5 დადგენილებაში (ვებგვერდი, 09/03/2012) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

    მუხლი 1

დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გამგეობა არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო , რომელიც უზრუნველყოფს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებების შესრულებას.“.

    მუხლი 2

დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულები, მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოები მოქმედებენ კანონიერების, საჯაროობისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით.“.

    მუხლი 3

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                            მ. ლეთოდიანი

კრებსითი — სრული ვერსია