„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე” შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 22 მარტის №1205 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
დოკუმენტის ნომერი
4133
მიმღები ორგანო
შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი
2012-03-19
გამოქვეყნების თარიღი
2012-04-03
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.016045
„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე” შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 22 მარტის №1205 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

შემოსავლების ს ამსახურის უფროსის

ბრძანება №41 33

2012 წლის 19 მარტი

ქ. თბილისი

„ გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე” შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 22 მარტის № 1205 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 201 1 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ და „უ ” ქვეპუნქტებ ის საფუძველზე, ვბრძანებ:

1 . „ გადასახადი გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 22 მარტის № 1205 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების მე-13 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ს შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. საგადასახადო შეთანხმება არ ფორმდებასსკ-ის 281-ე და 291-ე მუხლებით გათვალისწინებულ სანქციებზე, ასევე სსკ-ის 155-ე და 205-ე მუხლების შესაბამისად დარიცხულ მიმდინარე გადასახდელების თანხებზე და იმ მოსაკრებლის თანხებზე, რომლის გადახდის ადმინისტრირებას ახორციელებს საგადასახადო ორგანო.”;

ბ) მე-7 პუნქტი ს შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:

„71.იმ შემთხვევაში, როდესაც გადასახადის გადამხდელთან საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ გადაწყვეტილება (საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ) მიღებულ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2011 წლის 8 ნოემბრის №5202 საქართველოს კანონით განხორციელებული ცვლილების ძალაში შესვლის შემდეგ, უნდა გაიმიჯნოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ გადაწყვეტილებით მოცული მიმდინარე გადასახდელებით განსაზღვრული დავალიანება. ამასთან, გადამხ დელის მიერ შემდგომში წლიური დეკლარაციების წარმოდგენისას, საგადასახადო ორგანოს მხრიდან წლიური დეკლარაციებით გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახული შედეგები დამატებით კორექტირებას აღარ ექვემდებარება.

2 . ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 23 ნოემბრიდან  წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

სამსახურის უფროსი ჯ. ებანოიძე

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია