საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №257
2012 წლის 30 მარტი
ქ. თბილისი
არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის განსაზღვრის შესახებ
1. „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვროს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს – ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს ქართულ ტრადიციულ მეთოდს.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ . სააკაშვილი