„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების დამტკიცების შესახებ” ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
11
მიმღები ორგანო
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-03-29
გამოქვეყნების თარიღი
2012-04-04
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.141.016064
„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების დამტკიცების შესახებ” ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება № 11

2012 წლის 29 მარტი

ქ. ახალქალაქი

 „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების დამტკიცების შესახებ” ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დამტკიცდეს „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების დამტკიცების შესახებ” ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 იანვრის №1 დადგენილებაში შეტანილი შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 1 500 ლარის ოდენობით”.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 3 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.  

საკრებულოს თავმჯდომარე           ჰ. მოვსესიანი                 

 

 

                                

კრებსითი — სრული ვერსია