„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
116
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-03-28
გამოქვეყნების თარიღი
2012-03-30
სარეგისტრაციო კოდი
010240030.10.003.016789
„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება № 116

2012 წლის 28 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს შრომის, ჯან­ მ­ რ­ თ­ ე­ ლობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამ­ ტკი­ ცე­ ბის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში (სსმ, 2005 წელი, მუხლი 1714) შეტანილ იქნეს ცვლილ­ე­ბა და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე‑4 მუხლის მე‑3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვე­პუ­ნქ­ტი:

„ი) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი.“.

2. მე‑8 მუხლის 31 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე‑9 მუხლის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

4. მე‑17 მუხლის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

5. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 186 მუხლი:

     „მუხლი 186. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი

საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ძირითადი ამ­ო­ცანები და კომპეტენციაა:

ა ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, აგრეთვე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დაწესებულებებთან სამინის­ ტ­ რ­ ოს შესაბამისი თანამდებობის პირების მიერ ოფიციალური კომენტარისა და ინტერვიუს მიცემის კოორდინაცია;

ბ ) სამინისტროს ვებგვერდზე განსათავსებელი ინფორმაციის მომ­ ზა­ დება და განთავსების მიზანშეწონილობის განსაზღვრა, ვებგვერდის გან­ ვითარებისათვის წინადადებების მომზადება;

გ ) საზოგადოებასთან ურთიერთობის, მოქალაქეთა მიღებისა და ცხე­ ლი ხაზის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

დ ) საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა.“.

  მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                      ნ. გილაური

 

კრებსითი — სრული ვერსია