საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2128
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1999-06-22
გამოქვეყნების თარიღი
1999-07-02
სარეგისტრაციო კოდი
080.000.000.05.001.000.601
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., №1, მუხ. 10) დაემატოს შემდეგი შინაარსის 1274 მუხლი:

    მუხლი 1274. შვილობილად აყვანის დადგენილი წესის დარღვევა

შვილობილად აყვანის დადგენილი წესის დარღვევა, რასაც მძიმე შედეგი მოჰყვა,

– ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით ან თანამდებობის პირის მიერ,

– ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე და ჯარიმით შრომის ანაზღაურების ორმოცდაათი მინიმალური ოდენობით.“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი        ე. შევარდნაძე

თბილისი,

1999 წლის 22 ივნისი.

№2128–IIს

კრებსითი — სრული ვერსია