ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
36
მიმღები ორგანო
ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-03-23
გამოქვეყნების თარიღი
2014-08-05
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.162.016121
ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №36

2012 წლის 23 მარტი

ქ. ახმეტა

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 16.07.2014 წ.

    მუხლი 1

 დამტკიცდეს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება თანდართული რედაქციით.

    მუხლი 2

 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №11 დადგენილება (სსმ, 19, 01/09/2010, 010250020.35.162.000507).

    მუხლი 3

 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ა. მაილაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 31 მაისის დადგენილება № 52 - ვებგვერდი, 11.06.2012 წ.

2. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 3 წლის 24 იანვრის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 29.01.2013 წ.

3. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 3 წლის 24 მაისის დადგენილება № 20 - ვებგვერდი, 28.05.2013 წ.

4. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 3 წლის 23 აგვისტოს დადგენილება № 32 - ვებგვერდი, 29.08.2013 წ.

5. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 3 წლის 26 ნოემბრის დადგენილება № 46 - ვებგვერდი, 02.12.2013 წ.

6. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 3 წლის 20 დეკემბრის დადგენილება № 52 - ვებგვერდი, 26.12.2013 წ.

7. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 4 წლის 27 იანვრის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 31.01.2014 წ.

8. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 4 წლის 23 მაისის დადგენილება № 11 - ვებგვერდი, 28.05.2014 წ.

9. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 4 წლის 15 ივლისის დადგენილება № 15 - ვებგვერდი, 16.07.2014 წ.

10. ძალადაკარგულია - ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 4 წლის 5 აგვისტოს დადგენილება № 26 - ვებგვერდი, 11.08.2014 წ.

დანართი

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება

    მუხლი 1. დებულების რეგულირების სფერო

ეს დებულება, საქართველოს ორგანული კანონის „ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, განსაზღვრავს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის (შემდგომში – გამგეობა) უფლებამოსილებას, სტრუქტურას და საქმიანობის წესს.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 16.07.2014 წ.

    მუხლი 2. გამგეობის სამართლებრივი სტატუსი

გამგეობა არის თვითმმართველი თემის – ახმეტის მუნიციპალიტეტის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს გამგებლის უფლებამოსილებათა განხორციელებას.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 16.07.2014 წ.

    მუხლი 3. გამგეობის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

1. გამგეობა საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტიის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ამ დებულებისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.

2. გამგეობის თანამდებობის პირები, სტრუქტურული ერთეულები და საჯარო მოსამსახურეები ვალდებულნი არიან იმოქმედონ კანონიერების, საჯაროობის, კანონით განსაზღვრულ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხთა დამოუკიდებლად გადაწყვეტის, საკუთარი ფუნქციების განხორციელებაზე დამოუკიდებელი პასუხისმგებლობის, გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობისა და მოსახლეობის წინაშე ანგარიშვალდებულების პრინციპების დაცვით.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 16.07.2014 წ.

    მუხლი 4. გამგეობის სამუშაო და საქმის წარმოების ენა

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სამუშაო და საქმისწარმოების ენაა ქართული ენა.

    მუხლი 5. გამგეობის მიერ სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სიმბოლოების გამოყენების წესი

1. გამგეობის შენობის თავზე აღიმართება საქართველოს სახელმწიფო დროშა და ახმეტის მუნიციპალიტეტის დროშა.

2. გამგეობის შენობის ფასადზე, გამგეობის თანამდებობის პირთა სამუშაო ოთახებში და სხდომისთვის განკუთვნილ დარბაზში განთავსდება საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი და ახმეტის მუნიციპალიტეტის გერბი.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული სიმბოლოები გამოიყენება „საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით , „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით და „თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოთა გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ “ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 მაისის №363 ბრძანებულებით დადგენილი წესით .

    მუხლი 6. გამგეობის ბეჭედი, შტამპი და ბლანკი

1. გამგეობას აქვს შტამპი, ბლანკი და მრგვალი ბეჭედი საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდებით .

2. გამგეობის ცალკეულ უფლებამოსილებათა თავისებურებიდან გამომდინარე, მისი სტრუქტურული ერთეულებისთვის შესაძლებელია დამატებით დაიშვას ერთი ან რამდენიმე ბეჭედი, შტამპი ან/და ბლანკი, რომელთა აღწერილობას და გამოყენების წესს ამტკიცებს საკრებულო.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 23 აგვისტოს დადგენილება №32 - ვებგვერდი, 29.08.2013 წ.

    მუხლი 7. გამგეობის ადგილსამყოფელი

გამგეობის ადგილსამყოფელია: ქალაქი ახმეტა, ბიძინა ჩოლოყაშვილის ქ. №49.

    მუხლი 8. გამგეობის სტრუქტურა და ხელმძღვანელობა

1. გამგეობა შედგება სტრუქტურული ერთეულებისაგან, რომელთა საქმიანობას უძღვება გამგებელი.

 2. გამგებელს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები, რომელთა რიცხოვნობა დგინდება გამგეობის საშტატო ნუსხით. გამგებლის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება ამ დებულებით, აგრეთვე მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგებლის სამართლებრივი აქტებით.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 23 აგვისტოს დადგენილება №32 - ვებგვერდი, 29.08.2013 წ.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 16.07.2014 წ.

    მუხლი 9. გამგეობის სტრუქტურული ერთეულები

1. გამგეობის სტრუქტურული ერთეულები შესაბამისი სფეროების მიხედვით აღასრულებენ საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებებს და გამგებლის დავალებებს.

2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ადმინისტრაციული სამსახური, რომელიც მოიცავს:

ა.ა. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილებას;

ა.ბ. იურიდიულ განყოფილებას;

ბ) კულტურის, განათლების, სპორტის, სოციალურ და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახური;

გ) ზედამხედველობის სამსახური;

დ) ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის განვითარების და მუნიციპალური შესყიდვების სამსახური, რომელიც მოიცავს:

დ.ა. მშენებლობისა და არქიტექტურის განყოფილებას;

დ.ბ. მუნიციპალური შესყიდვების განყოფილებას;

ე) (ამოღებულია - 24.01.13 №1) ;

ვ) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური;

ზ) სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური;

თ) ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის, საზოგადოებასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახური;

ი) (ამოღებულია - 24.01.13 №1) ;

კ) შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური.

3. გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები და უფლებამოსილებანი განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით, რომლებსაც ამტკიცებს საკრებულო .

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 24 იანვრის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 29.01.2013 წ.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 26 ნოემბრის დადგენილება №46 - ვებგვერდი, 02.12.2013 წ.

    მუხლი 10. ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოები

1. ადმინისტრაციული ერთეულები იქმნება ახმეტის მუნიციპალიტეტში შემავალ ერთ ან რამდენიმე დასახლებაში მართვის ოპტიმიზაციის მიზნით.

2. ახმეტის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულებია:

ა) ქალაქ ახმეტის ადმინისტრაციული ერთეული – ქალაქი ახმეტა, სოფელი ბუღაანი, სოფელი ქვემო ჩოფჩაური;

ბ) მატნის ადმინისტრაციული ერთეული – სოფელი მატანი;

გ) საკობიანოს ადმინისტრაციული ერთეული – სოფელი ბაყილოვანი, სოფელი დედისფერული, სოფელი კუწახტა, სოფელი საკობიანო, სოფელი ქორეთი, სოფელი ყვარელწყალი, სოფელი ხევისჭალა;

დ) დუისის ადმინისტრაციული ერთეული – სოფელი დუისი, სოფელი წინუბანი;

ე) ჯოყოლოს ადმინისტრაციული ერთეული – სოფელი ბირკიანი, სოფელი ძიბახევი, სოფელი ჯოყოლო;

ვ) ხალაწნის ადმინისტრაციული ერთეული – სოფელი დუმასტური, სოფელი ზემო ხალაწანი, სოფელი ომალო, სოფელი ქვემო ხალაწანი, სოფელი შუა ხალაწანი;

ზ) ზემო ალვანის ადმინისტრაციული ერთეული – სოფელი ზემო ალვანი, სოფელი ხორბალო;

თ) ქვემო ალვანის ადმინისტრაციული ერთეული – სოფელი ბაბანეური, სოფელი ქვემო ალვანი;

ი) მაღრაანის ადმინისტრაციული ერთეული – სოფელი არგოხი, სოფელი მაღრაანი, სოფელი ფიჩხოვანი;

კ) ოჟიოს ადმინისტრაციული ერთეული – სოფელი ალავერდი, სოფელი კოღოთო, სოფელი ოჟიო;

ლ) ზემო ხოდაშენის ადმინისტრაციული ერთეული – სოფელი აწყური, სოფელი ახალდაბა, სოფელი ზემო ხოდაშენი, სოფელი ჩაბინაანი, სოფელი ჩარექაული, სოფელი ხველიანდრო, სოფელი ხორხელი;

მ) ქისტაურის ადმინისტრაციული ერთეული – სოფელი არაშენდა, სოფელი ახალშენი, სოფელი ახშანი, სოფელი ახშნის ველები, სოფელი ინგეთი, სოფელი კოჯორი, სოფელი ოსიაური, სოფელი საჩალე, სოფელი ქისტაური;

ნ) კასრისწყალის ადმინისტრაციული ერთეული – სოფელი კასრისწყალი;

ო) თუშეთის ადმინისტრაციული ერთეული – სოფელი აგეურთა, სოფელი ალისგორი, სოფელი ბასო, სოფელი ბეღელა, სოფელი ბიქუურთა, სოფელი ბოჭორნა, სოფელი ბუხურთა, სოფელი გირევი, სოფელი გოგრულთა, სოფელი გუდაანთა, სოფელი დადიკურთა, სოფელი დანო, სოფელი დართლო, სოფელი დაქიურთა, სოფელი დიკლო, სოფელი დოჭუ, სოფელი ეთელთა, სოფელი ილიურთა, სოფელი იფხორი, სოფელი ვაკისძირი, სოფელი ვერხოვანი, სოფელი ვესტმო, სოფელი ვესტომთა, სოფელი ვეძისხევი, სოფელი თუშეთის საბუე, სოფელი ინდურთა, სოფელი ინწუხი, სოფელი კვავლო, სოფელი კოკლათა, სოფელი ნაციხარი, სოფელი ომალო, სოფელი ორციხე, სოფელი ჟველურთა, სოფელი საგირთა, სოფელი საჩიღლო, სოფელი ტბათანა, სოფელი ფარსმა, სოფელი ქუმელაურთა, სოფელი ცოკალთა, სოფელი შენაქო, სოფელი შტროლთა, სოფელი ჩიგლაურთა, სოფელი ჩიღო, სოფელი წარო, სოფელი ჭალა, სოფელი ჭერო, სოფელი ჭეშო, სოფელი ჭონთიო, სოფელი ხახაბო, სოფელი ხისო, სოფელი ჯვარბოსელი, სოფელი ჰეღო;

პ) შახვეტილას ადმინისტრაციული ერთეული – სოფელი ბუხრები, სოფელი ვეძები, სოფელი ნადუქნარი, სოფელი საბუე, სოფელი შახვეტილა, სოფელი ჩაჩხრიალა, სოფელი ჭართალა, სოფელი ჯაბური.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 24 მაისის დადგენილება №20 - ვებგვერდი, 28.05.2013 წ.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 26 ნოემბრის დადგენილება №46 - ვებგვერდი, 02.12.2013 წ.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №52 - ვებგვერდი, 26.12.2013 წ.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 16.07.2014 წ.

    მუხლი 11. გამგეობის თანამდებობის პირები

გამგეობის თანამდებობის პირები არიან:

ა) გამგებელი;

ბ) გამგებლის მოადგილეები;

გ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;

დ) (ამოღებულია - 15.07.2014 წ. №15) .

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 16.07.2014 წ.

    მუხლი 12. გამგებელი

1. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირია გამგებელი. გამგებელი წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების განხორციელებას საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, აგრეთვე ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული აქტების შესაბამისად.

2. გამგებელი/მერი ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მოსახლეობის წინაშე.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 24 მაისის დადგენილება №20 - ვებგვერდი, 28.05.2013 წ.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 იანვრის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 31.01.2014 წ.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 16.07.2014 წ.

    მუხლი 13. გამგებლის მოადგილეები

1. გამგებლის მოადგილეებს, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

2. გამგებლის პირველი მოადგილე/მოადგილეები, გამგებლის მიერ სამუშაოთა განაწილების შესაბამისად, დარგების მიხედვით, უშუალო კოორდინაციას უწევენ გამგეობის სტრუქტურული ერთეულების მუშაობას; განსაკუთრებულ შემთხვევებში ასრულებენ გამგებლის სხვა დავალებებს, ხელს უწყობენ გამგებელს მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში.

3. გამგებლის ერთ-ერთი მოადგილე გამგებლის მოვალეობას საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს ამ დებულების მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 იანვრის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 31.01.2014 წ.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 16.07.2014 წ.

    მუხლი 14. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

1. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (სამსახურის უფროსი) არის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირი (მოხელე), რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი, ხოლო იმავე კანონის 99-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საკრებულოს თავმჯდომარე გამგებლის წინადადების საფუძველზე.

2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:

ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოხელეებს შორის;

გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;

დ) შეიმუშავებს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;

ე) გამგებელს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

ვ) გამგებელს პერიოდულად, სამუშაო გეგმის შესაბამისად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;

ზ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.

3. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.

4. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის დროებით არყოფნის ან/და სამსახურებრივი ფუნქციების შესრულების სხვაგვარად შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას, გამგებლის დავალებით, ასრულებს იმავე სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე, ამ თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში – ერთ-ერთი განყოფილების უფროსი, ხოლო თუ სტრუქტურული ერთეული არ მოიცავს არცერთ განყოფილებას – იმავე სტრუქტურული ერთეულის ერთ-ერთი მოხელე.

    მუხლი 15. ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი –რწმუნებული

1. გამგებელი უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში დანიშნოს გამგებლის წარმომადგენელი.

2. გამგებლის წარმომადგენელი:

ა) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის კავშირს გამგეობასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებთან;

ბ) ორგანიზებას უწევს, აკონტროლებს და გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ტერიტორიაზე საკრებულოს და გამგებლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ;

გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;

დ) უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას, ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას;

ე) ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვის და სახალხო განხილვების ჩატარებას;

ვ) ამზადებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ღონისძიებების შესახებ; ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობისათვის ბიუჯეტის პროექტის გაცნობას და საჯარო განხილვებს; ახორციელებს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობის შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციას და გამგებლისთვის მათ მიწოდებას;

ზ) აკონტროლებს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელების მიმდინარეობას და შესაბამის ინფორმაციას პერიოდულად წარუდგენს გამგებელს;

თ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და მისი განკარგვის საკითხებზე;

ი) აკონტროლებს ადმინისტრაციულ ერთეულში თვითმმართველი ერთეულის ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებას;

კ) თვალყურს ადევნებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ბუნების, კულტურის და ისტორიული ძეგლების მდგომარეობას და ინფორმაციას წარუდგენს გამგებელს;

ლ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ინფორმაციას ადმინისტრაციულ ერთეულში და მასში შემავალ დასახლებებში მოსახლეობის რაოდენობის, დასაქმებისა და მიგრაციის შესახებ; იმ პირთა შესახებ, რომელთა დახმარება ხდება სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან; ჩასახლებული ეკომიგრანტებისა და დევნილების რაოდენობის და მათი საყოფაცხოვრებო და სამეურნეო პირობებით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ; მოსახლეობის ელექტროენერგიით, გაზით, შეშით, სასმელი და სარწყავი წყლით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ; სოციალური და ინფრასტრუქტურის ობიექტების მდგომარეობისა და მათ სარეაბილიტაციოდ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ;

მ) ასრულებს გამგებლის სხვა დავალებებს;

ნ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.

3. გამგებლის წარმომადგენლის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 16.07.2014 წ.

    მუხლი 16. გამგეობის საჯარო მოსამსახურეები

1 . გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების დასახელება და რანგირება განისაზღვრება ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.

2. გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმატივების ფარგლებში ამტკიცებს საკრებულო.

3. გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

4. გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, აგრეთვე ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგებლის სამართლებრივი აქტებით.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 26 ნოემბრის დადგენილება №46 - ვებგვერდი, 02.12.2013 წ.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 16.07.2014 წ.

    მუხლი 17. გამგეობის საქმიანობის ორგანიზება

1. გამგეობის საქმიანობის ორგანიზება და საქმისწარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, სხვა ნორმატიული აქტებით, აგრეთვე მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგებლის სამართლებრივი აქტებით.

2. გამგეობის შინაგანაწესს ამტკიცებს გამგებელი.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 16.07.2014 წ.

    მუხლი 18. სამართლებრივი აქტები

1. ახმეტის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს თანამდებობის პირების ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებია:

ა) გამგებლის ბრძანება;

ბ) გამგებლის პირველი მოადგილის ბრძანება;

გ) გამგებლის მოადგილის ბრძანება;

დ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ბრძანება.

2. გამგებელი ბრძანებას გამოსცემს საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

3. გამგებლის პირველი მოადგილე და მოადგილე ბრძანებას გამოსცემენ ფუნქციათა განაწილების შესაბამისად მიკუთვნებული უფლებამოსილების ფარგლებში.

4. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ბრძანებას გამოსცემს გამგეობის დებულებით, მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების დებულებებითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 31 მაისის დადგენილება №52 - ვებგვერდი, 11.06.2012 წ.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 16.07.2014 წ.

    მუხლი 19. სამართლებრივი აქტებისა და ოფიციალური დოკუმენტების მომზადება და ვიზირება

1. გამგეობაში მომზადებული ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტები უნდა შეესაბამებოდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტების, აგრეთვე საკრებულოს მიერ დამტკიცებული ,,დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების და ტაბელის' მოთხოვნებს.

2. გამგეობაში მომზადებული სამართლებრივი აქტის პროექტი ვიზირებულ უნდა იქნეს პროექტის ავტორისა და გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსის მიერ. სამართლებრივი აქტის პროექტი, გარდა პერსონალურ საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტებისა, ვიზირებულ უნდა იქნეს აგრეთვე გამგეობის იმ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ, რომლის კომპეტენციის სფეროსაც შეეხება ეს პროექტი, ხოლო თუ პროექტით გათვალისწინებული საკითხები შეეხება საფინანსო დოკუმენტაციას ან/და გამგეობის მიერ გასაწევ ხარჯებს – გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსის მიერაც.

3. გამგეობაში მომზადებული სამართლებრივი აქტის პროექტი ვიზირებულ უნდა იქნეს ასევე გამგებლის იმ მოადგილის მიერ, რომელიც დარგობრივად უწევს კოორდინაციას პროექტით განსაზღვრულ საკითხს.

4. ამ მუხლით განსაზღვრული წესით ვიზირებულ პროექტს გამგებელი წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 24 იანვრის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 29.01.2013 წ.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 მაისის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 28.05.2014 წ.

    მუხლი 20. სამართლებრივი აქტების გაფორმება და აღრიცხვა

1. სამართლებრივი აქტების გამოცემ ის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

2. (ამოღებულია - 23.05.14 №11).

3. გამგეობის თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტები ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად აღინუსხება უწყვეტი, ზრდადი ნუმერაციით.

4. სამართლებრივ აქტებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წესით აღნუსხავს გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 მაისის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 28.05.2014 წ.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 16.07.2014 წ.

    მუხლი 21. სამართლებრივი აქტების ძალაში შესვლის, შეცვლის, შეჩერების, გასაჩივრების და გაუქმების წესი

მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს თანამდებობის პირების მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების ძალაში შესვლა, შეჩერება, ცვლილების/დამატების შეტანა, გასაჩივრება და გაუქმება (არარად აღიარება, ბათილად ცნობა, ძალადაკარგულად გამოცხადება) ხდება საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ , საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 16.07.2014 წ.

 

კრებსითი — სრული ვერსია