„დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოების დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №13-38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
15
მიმღები ორგანო
დმანისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-03-28
გამოქვეყნების თარიღი
2012-04-05
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.156.016096
„დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოების დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №13-38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2012 წლის 28 მარტი

ქ. დმანისი

,,დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოების დებულების დამტკიცების შესახებ’’ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №13-38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

შეტანილ იქნეს ცვლილება დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №13-38 დადგენილებაში (სსმ, 27/09/2010, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010.260.020.35.156.016.004) ,,დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოების დებულების დამტკიცების შესახებ’’ შემდეგი სახით:

მუხლი 1.

1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების დებულების დამტკიცების შესახებ’’.

2. დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

,,დამტკიცდეს დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების დებულება’.

3. დადგენილების დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

,,დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულება’’.

4. დანართის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 1. დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო’’.

5. დანართის პირველი მუხლის პირველ პუნქტში ,,თვითმმართველი ერთეულის’’ შეიცვალოს ,,დმანისის მუნიციპალიტეტის’’.

6. დანართის მე-2 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში ,,თვითმმართველი ერთეულის’’ შეიცვალოს ,,დმანისის მუნიციპალიტეტის“.

მუხლი 2.

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ბ . მგელაძე

კრებსითი — სრული ვერსია