„წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
5917-რს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2012-03-20
გამოქვეყნების თარიღი
2012-03-29
სარეგისტრაციო კოდი
400000000.05.001.016639
„წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ. 123) 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71  პუნქტი:

„71 . მიწისქვეშა წყლის ობიექტის, რომელიც ექვემდებარება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მიღებას, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შემუშავებული სანიტარიული დაცვის ზონის პროექტის უფლებამოსილი ორგანოსათვის წარდგენისა და დამტკიცების წესი დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .

 

საქართველოს პრეზიდენტი             მ. სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 20 მარტი.

№5917 –რს

 

კრებსითი — სრული ვერსია