„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
5852-Iს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2012-03-16
გამოქვეყნების თარიღი
2012-03-29
სარეგისტრაციო კოდი
010130000.05.001.016638
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.96, გვ. 28) 111  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

     „მუხლი 111  

  1. თუ სამართლებრივი ურთიერთობა მოითხოვს საქართველოს მოქალაქისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის იდენტიფიცირებასა და პირადობის დადასტურებას , ამ ურთიერთობის მონაწილე ფიზიკური ან იურიდიული პირი , რომელსაც აქვს სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზიდან კანონით დადგენილი წესით მოპოვებული შესაბამისი პირის პირადობის ( ბინადრობის ) მოწმობის მონაცემები , უფლებამოსილია გამოიყენოს ეს მონაცემები პირის იდენტიფიცირებისათვის , როგორც პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი .

2. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტი, რომელშიც მითითებულია საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში მცხოვრები უცხოელის სახელი, გვარი და პირადი ნომერი, შეიძლება გამოყენებული იქნეს პირის იდენტიფიცირებისათვის, როგორც პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ პირადობის დადასტურებისათვის აუცილებელი ინფორმაცია კანონით დადგენილი წესით გადამოწმდება სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                 მ. სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 16 მარტი.

№5852–Iს

 

კრებსითი — სრული ვერსია