საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის
ბრძანება №2 8
2012 წლის 27 მარტი
ქ. თბილისი
„ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების (აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის; იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის; ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის; შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის სამმართველოების) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 20 06 წლის 17 მარტის № 24 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაა დ გილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების (აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის; იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის; ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის; შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის სამმართველოების)დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2006 წლის 17 მარტის № 24 ბრძანების (სსმ, 39, 23/03/2006) პირველი პუნქტით დამტკიცებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაა დ გილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების (აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის; იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის; ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის; შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის სამმართველოების) დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დებულების მე-2 მუხლის „ ბ “ და „გ“ ქვე პუნქტ ებ ი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ბ) სამოქმედო ტერიტორიაზე თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა- დევნილთა (შემდგომში – დევნილთა) , რეპატრიანტთა და საგანგებო სიტუაციებით (სტიქიური უბედურებები, ეპიდემია და სხვ.) გამოწვეული მიგრაციული ნაკადების რეგულირება, მათი დროებითი ან მუდმივი განსახლების ორგანიზება, ადაპტაცია-ინტეგრაციისათვის პირობების შექმნისა და სოციალური დაცვის ხელშეწყობა;
გ) სამოქმედო ტერიტორიაზე თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა, დევნილთა და დროებით ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილებზე დაბრუნების ორგანიზების ხელშეწყობა;“.
2. დებულების მე-2 მუხლის „ე“ ქვე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონით ტერიტორიულ ორგანოზე განსაზღვრული ფუნქციების რეალიზება.“ .
3. დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ბ) სამოქმედო ტერიტორიაზე განსახლებულ დევნილთა, თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსების მქონე პირთა სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოოს მოლაპარაკებები ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;“.
მუხლი 2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
კ. სუბელიანი