საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის
ბრძანება №26
201 2 წლის 27 მარტი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის– იძულებით გადაადგილებულ პირთა– დევნილთა თემის განვითარების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2009 წლის 3 აგვისტოს № 85 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ:
მუხლი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა თემის განვითარების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2009 წლის 3 აგვისტოს № 85 ბრძანების (სსმ, 97, 06/08/2009) პირველი პუნქტით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა თემის განვითარების ცენტრის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება :
1. დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რ ედაქციით:
„ 2. ცენტრის შექმნის მიზანია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა (შემდგომში – დევნილთა) სოციალური და ეკონომიკური რეინტეგრაციის, დასაქმების, მომსახურების, ინფრასტრუქტურისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება;“ .
2. დებულების მე- 2 მუხლის პირველი პუნქტის „ ბ “ და „გ“ ქვეპუნქტ ებ ი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ბ)დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიით დასახული მიზნების განხორციელების ხელშეწყობა კომპეტენციის ფარგლებში;
გ) დევნილთა სოციალური დაცვის სფეროში საერთაშორისო პროექტებისა და პროგრამების განხორციელება.“
3. დებულების მე- 2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ა) დევნილთა სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფო ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;“.
მუხლი 2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
კ. სუბელიანი