სსიპ ქალაქ თბილისის №111 საჯარო სკოლის და სსიპ ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ თბილისის №87 საჯარო სკოლის რეორგანიზაციის და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
69/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2012-03-27
გამოქვეყნების თარიღი
2012-03-30
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.022.016335
სსიპ ქალაქ თბილისის №111 საჯარო სკოლის და სსიპ ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ თბილისის №87 საჯარო სკოლის რეორგანიზაციის და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება № 69 /ნ

2012 წლის 2 7 მარტი

ქ. თბილისი

სსიპ – ქალაქ თბილისის №111 საჯარო სკოლის და სსიპ – ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ თბილისის №87 საჯარო სკოლის რეორგანიზაციის და ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, ,, ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 26- ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ქვეპუნქტის , 34- ე მუხლის, ,, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული ,, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების ’’ მე -2 მუხლის მე -2 პუნქტის ,,თ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის №111 საჯარო სკოლ ის და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვაჟა ფშაველას სახელობის ქალაქ თბილისის №87 საჯარო სკოლ ის რეორგანიზაცია, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის №111 საჯარო სკოლ ის საჯარო სამართლის იურიდიულ პირ თან – ვაჟა ფშაველას სახელობის ქალაქ თბილისის №87 საჯარო სკოლ ასთან მიერთების გზით 2012 წლის 1 აპრილამდე;

2. ,, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძან ების (სსმ , 26.09.2005, №112 მუხლი 1233; სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.007.724) მე-2 დანართიდან ამოღებულ იქნეს ისანი-სამგორის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებული საჯარო სკოლების თავის 23-ე გრაფა.

3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს ამ ბრძანების შესრულების მიზნით კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების გატარება.

4. ეს ბრძანება , გარდა მე-2 პუნქტისა , ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

5. ბრძანების მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2012 წლის 1 აპრილიდან.

დ . შაშკინი

კრებსითი — სრული ვერსია