„განათლების ერთიანი საკრედიტო კავშირის“ ლიკვიდატორის დანიშვნის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
დოკუმენტის ნომერი
426
მიმღები ორგანო
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2012-03-26
გამოქვეყნების თარიღი
2012-03-29
„განათლების ერთიანი საკრედიტო კავშირის“ ლიკვიდატორის დანიშვნის თაობაზე

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე -პრეზიდენტის

განკარგულება №426

201 2 წლის 26 მარტი

ქ. თბილისი

„განათლების ერთიანი საკრედიტო კავშირის“ ლიკვიდატორის დანიშვნის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე -15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 49 -ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე -2 პუნქტის, „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის 26 -ე მუხლის მე -3 პუნქტისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 2 დეკემბრის №225/01 ბრძანების საფუძველზე:

1. „განათლების ერთიანი საკრედიტო კავშირის“ ლიკვიდატორად დაინიშნოს ნუგზარ მურუსიძე (პირადი №60002004766) საქართველოს ეროვნული ბანკის არასაბანკო დაწესებულებების ზედამხედველობის დეპარტამენტის მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, საკრედიტო კავშირების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირების ზედამხედველობის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი დაკავებული თანამდებობისა და თანამდებობრივი სარგოს შენარჩუნებით .

2. დაევალოს ლიკვიდატორს სალიკვიდაციო სამუშაოები წარმართოს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 16 ოქტომბრის №266 ბრძანებით დამტკიცებული „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად გამოცხადების წესის“ მოთხოვნების დაცვით .

3. აღნიშნული განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და წარედგინოს „განათლების ერთიანი საკრედიტო კავშირის“ მარეგისტრირებელ ორგანოს სამეწარმეო რეესტრში შესაბამისი აღნიშვნისათვის .

4. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი,  მე -12 კილომეტრი №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში .

5. ეს განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

ვიცე -პრეზიდენტი                                       ო . ნადარაია

კრებსითი — სრული ვერსია