საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2114
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1999-06-22
გამოქვეყნების თარიღი
1999-07-05
სარეგისტრაციო კოდი
040.000.000.05.001.000.594
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, 24 ივლისი, №31, 1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 1017-ე მუხლის ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საავტორო სამართლით მოწესრიგებული საავტორო ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებების, აგრეთვე ზოგიერთი მათი მომიჯნავე უფლების დაცვა ხორციელდება „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.”

2. 1018–1099-ე და 1508-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1999 წლის 22 ივნისი.

№2114-IIს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია