„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ” თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 10 თებერვლის № 2/3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
4/4
მიმღები ორგანო
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-03-23
გამოქვეყნების თარიღი
2012-03-28
სარეგისტრაციო კოდი
020080000.35.157.016090
„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ” თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 10 თებერვლის № 2/3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4/4

201 2 წლის 23 მარტი

ქ. თეთრიწყარო

 

 
„ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ ” თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 2 წლის 10 თებერვლის № 2/3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე- 20 მუხლის საფუძველზე, „ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ ” თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 2 წლის 10 თებერვლის № 2/3 დადგენილებაში (სსმ ვებგვერდი, 16/02/2012 , სარეგ. კოდი 020080000.35.157.016084 ) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

    მუხლი 1.

1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 10 თებერვლის №2/3 დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის მე-14 და 27-ე ნაწილების , „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს № 669 ბრძანების თანახმად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“

2. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 10 თებრვლის № 2/3 დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე გამოყენებულ იქნეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდა რ ღვევათა კოდექსის 513, 533, 55, 552, 553, 1191, 125-ე მუხლის მერვე ნაწილი, 1271 მუხლის მეხუთე ნაწილი, 145, 1461, 148, 150, 1501, 151, 152, 1522, 1534, 159, 1591 მუხლები.“ .

3. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 10 თებერვლის № 2/3 დადგენილებით დამტკიცებული მეორე დანართის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 1

წინამდებარე წესის მიზანია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსებისა და გამოყენების წესის დარეგულირება.“ .

4. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 10 თებერვლის № 2/3 დადგენილებით დამტკიცებული მეორე დანართის მესამე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) შემდგენის თანამდებობა, სახელი, გვარი;“ .

    მუხლი 2

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯ დომარე        გ. მესტვირიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია